კომენტარი
პრეზიდენტი იყო ჭანჭიკი, რომელიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკას ასრულებდა-სერგო რატიანი
„პრეზიდენტი იყო ერთი პატარა ჭანჭიკი, რომელიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკას ასრულებდა“, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი პრეზიდენტის კრიტიკასთან და ახალი უმრავლესობის ფორმირებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებას.
რატიანს აინტერესებს, თავად თუ სჯერა აბაშიშვილს თავისივე განცხადების „ქართული ოცნებისა“ და „ევროპული საქართველოს“ მონაწილეობით ახალი უმრავლესობის ფორმირების შესახებ.
„მე არ მინახავს ეს განცხადება და მინდა ჟურნალისტებს გკითხოთ, როდესაც ამას ამბობდა სახე სერიოზული ჰქონდა თუ ეცინებოდა? თვითონ თუ სჯერა იმ ბოდვის, რასაც ლაპარაკობს“, – კითხულობს რატიანმა.
„რაც შეეხება ჩვენ კრიტიკას, მე უნდა დავამშვიდო პრეზიდენტი. პრეზიდენტი იყო „ქართული ოცნების“ დანაშაულებრივი პოლიტიკის ერთი პატარა ჭანჭიკი, დიდი გავლენა არ ჰქონდა, მაგრამ იყო ჭანჭიკი და ასრულებდა იმას, რა პოლიტიკაც ჰქონდა „ქართულ ოცნებას“, დაკავშირებულს კრიმინალთან მიმართებაში. „ქართული ოცნების“ პოლიტიკა კი, კრიმინალთან მიმართებაში იყო ისეთი, რომ ათავისუფლებდნენ ჯაშუშებს, იწყალებდნენ დამნაშავეებს, რელიგიურ ექსტრემისტებს და ა.შ.“– განაცხადა რატიანმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირების პროცესი „ევროპული საქართველოსა“ და „ქართული ოცნების“ მონაწილეობით, მათი გამაერთიანებელი კი დღეს არის საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის წარმოება.
ცირა გურგენიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


