კომენტარი
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ შეწყალებული პირების მხრიდან რეციდივის მაჩვენებელი ძალიან დიდია - თამარ ჩუგოშვილი
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ შეწყალებული პირების მხრიდან რეციდივის მაჩვენებელი ძალიან დიდია.
თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ პოლიტიკური პროცესი არაფერ შუაშია და უმრავლესობა მხოლოდ ფაქტებით საუბრობს.
“მიუხედავად იმისა, რომ შეწყალება ინდივიდუალური აქტია და მისი გამოყენება ინდივიდუალურ შემთხვევებში უნდა ხდებოდეს, გიორგი მარგველაშვილის მიერ 3600-ზე მეტი პირია შეწყალებული, მათ შორის 82 პროცენტი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში ბრალდებული პირია. 500-ზე მეტ შეწყალებულ პირს დანაშაული ხელახლა აქვს ჩადენილი. ანუ, რეციდივის მაჩვენებელი ძალიან დიდია. ხელახლა ჩადენილ დანაშაულებს შორის დიდი რიცხვია მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების, მათ შორის ოჯახში ძალადობაზე. ეს ობიექტური პრობლემაა და შეწყალების პოლიტიკა პრობლემური გახდა. ამაზე საუბარს პოლიტიკური სპეკულაციები არ სჭირდება, ეს ფაქტებია და თუ იმას ვამბობთ, რომ კრიმინალთან ეფექტური ბრძოლა გვინდა, პოლიტიკა რომელიც შეწყალებაზე მივიღეთ, საზოგადოების ამ სურვილს ხელს არ უწყობს”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირების პროცესი „ევროპული საქართველოსა“ და „ქართული ოცნების“ მონაწილეობით, მათი გამაერთიანებელი კი დღეს არის საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის წარმოება.
ცირა გურგენიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


