კომენტარი
პრემიერმა მოიცალა ბულვარულ ჭორებზე სასაუბროდ - გიგი უგულავა
,,ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგი უგულავა პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილს პასუხობს.
უგულავას განცხადებით, მუდმივად თავის მართლების რეჟიმში მყოფი მთავრობის მეთაური ქვეყნისთვის სახიფათოა.
,,ვანსა და ხონში სტუმრობისას პრემიერმა მოიცალა ბულვარულ ჭორებზე სასაუბროდ, მაგრამ არ გახსენებია აზიური ფაროსანა, რომელსაც აქ დათბობასთან ერთად შავი ჭირივით ელოდება ხალხი. მას არ გახსენებია აქაური მწვავე პრობლემები, მაგრამ მოახერხა "ევროპულ საქართველოსთან" მიმართებით გაემეორებინა პუტინის რუსეთის ბრალდებები 2008 წლის ომთან დაკავშირებით.
მას არ შეუმჩნევია სრული უიმედობა და უპატრონობა რეგიონში, მაგრამ ჩვენთან მიმართებაში ისაუბრა რაღაც გაუგებარ კარტბლნშებზე. ოცნება შესაძლოა, მართლაც ერთი კაცის კარტბლანშით არსებობს, მაგრამ ჩვენ და საქართველოს საზოგადოება ვცნობთ მხოლოდ მანდატს, რომელსაც არჩევნების გზით იძლევიან ჩვენი თანამოქალაქეები. ამდენად, სამწუხაროდ ჩვენ ვიხილეთ ხალხის პრობლემებისგან მოწყვეტილი, შეუფერებელი ჟარგონით მოსაუბრე, მუდმივად თავის მართლების რეჟიმში მყოფი მთავრობის თავმჯდომარე, რაც ძალიან სახიფათო და საგანგაშოა ქვეყნისთვის,’’ - აცხადებს გიგი უგულავა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


