მსოფლიო
პრემიერის არჩევნებთან დაკავშირებით სომხეთის პარლამენტში 1 მაისს საგანგებო სხდომა გაიმართება
სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარის, არა ბაბლოიანის განცხადებით, 1 მაისს გაიმართება პარლამენტის საგანგებო სხდომა პრემიერ-მინისტრის არჩევნებთან დაკავშირებით.
პოლიტიკურ ძალებს პრემიერობის კანდიდატების წარდგენა 30 აპრილამდე შეუძლიათ. საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქცია „ელქმა“ უკვე დაასახელა თავის კანდიდატად ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი ნიკოლ პაშინიანი.
ცნობისთვის, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი, რომელიც 17 აპრილს დაამტკიცეს პრემიერად, 23 აპრილს თანამდებობიდან გადადგა. ეს მოხდა მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე, რომლის მონაწილეები სარგსიანის გადადგომასა და პოლიტიკიდან წასვლას ითხოვდნენ.
„სამოქალაქო დაუმორჩილებლობის“ სახელით ცნობილი აქციები დღესაც გრძელდება სომხეთში. პაშინიანის თქმით, დღევანდელი მსვლელობების მთავარი გზავნილია „წესრიგი და კანონიერება“.
ასევე ცნობილი გახდა, რომ სამმა მინისტრმა და ორმა გუბერნატორმა თანამდებობები დატოვეს. 5-ივე მათგანი არის სომხეთის რევოლუციური ფედერაციის „დაშნაკცუტუნის“ წევრი. აღნიშნულმა პარტიამ გუშინ მმართველი კოალიცია დატოვა.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


