კომენტარი
პრემიერი თავს ვერ აარიდებს იმ კითხვებზე პასუხის გაცემას, რომელიც შსს-ს მიმართ დაგროვდა - სალომე სამადაშვილი
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის შეფასებით, პრემიერის მიერ დაგეგმილი სამთავრობო ცვლილება მიუთითებს იმაზე, რომ სახელისუფლებო გუნდი საკუთარი მუშაობით არ არის კმაყოფილი.
პოლიტიკოსის თქმით, ყველა იმ კითხვას, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში დაგროვდა შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართა, პრემიერ მინისტრი ამ შეკიხთვებზე პასუხის გაცემას თავს ვერ აარიდებს.
რაც შეეხება შინაგან საქმეთა მინისტრად გიორგი გახარიას კანდიდატურის წარდგენას, სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ ეს ნიშნავს, იმას რომ ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ცდილობს უფრო ახლო დისტანციიდან გააკონტროლოს ყველა საკვანძო უწყება.
„ასეთი მასშტაბური ცვლილებები, როგორც სტრუქტურული, ასევე საკადრო, აჩვენებს იმას, რომ მთავრობა და ხელისუფლების გუნდი არ არის კმაყოფილი საკუთარი მუშაობით. ეს ძალიან უცნაურია, როდესაც ადგილობრივი არჩევნები სულ რამდენიმე კვირის წინ ჩატარდა.
ყველა იმ შეკითხვას, რაც იყო დაგროვებული შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გასული რამდენიმე წლის მანძილზე პრემიერ-მინისტრი და ვერც განახლებული გუნდი თავს ვერ აარიდებს. ჩვენ უკვე მრავალი თვეა შინაგან საქმეთა მინისტრთან გვაქვს ძალიან სერიოზული პრეტენზიები.
ბატონი გახარიას დანიშვნა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე არის სრულიად გაუგებარი. მას არ აქვს არანირი პოლიტიკური და არანაირი პროფესიონალური გამოცდილება. ეს ცვლილებები აჩვენებს ერთ რამეს, რომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, რომ კიდევ უფრო ახლო დისტანციიდან გააკონტროლოს ყველა საკვანძო უწყება“,-აღნიშნა პოლიტიკოსმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


