კომენტარი
პრემიერ-მინისტრისა და სხვა მჩატე პოლიტიკოსებისგან განსხვავებით ოფიციალურ შედეგებს ველოდები – ალექსანდრე ელისაშვილი
თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ეგზიტპოლები საქართველოში რეალობას ძალიან აცდენილია ხოლმე.
ელისაშვილის ვარაუდით, არჩევნების სულ მცირე მეორე ტურია მოსალოდნელი.
„რაც შეეხება ეგზიტპოლებს, რამდენიმე დღის წინ ვიყავი ”რუსთავი 2–ში” და იქ ელენე ხოშტარიამ 38% მიიღო და მე 2%. ახლა ეგზიტპოლები ახალ სურათს ხატავს. ეგზიტპოლები ტრადიციულად ჩვენთან ძალიან აცდენილია ხოლმე რეალობას. არჩევნები იმისთვის ტარდება, ბიულეტენები იმისთვის იბეჭდება, ურნა იმისთვის არსებობს, დამკვირვებლები და ხმის დამთვლებები იმისთვის არიან, რომ საბოლოო შედეგები მათგან უნდა გავიგოთ. მე პასუხისმგებლობით და სერიოზულად ვუყურებ ამ პროცესს პრემიერ-მინისტრისა და სხვა მჩატე პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, ოფიციალურ შედეგებს ველოდები და ამის შემდეგ გავაკეთებ კომენტარს. ეგზიტპოლების, სიმართლე გითხრათ, არ მჯერა.
მისი თქმით, სულ მცირე მეორე ტურის ალბათობა არის ძალიან დიდი. მანვე, ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


