კომენტარი
პრემიერ-მინისტრები ამ ქვეყანაში მოდიან, ვერ ვიგებთ რატომ მოდიან - ანა ნაცვლიშვილი
პრემიერ-მინისტრები ამ ქვეყანაში მოდიან, ვერ ვიგებთ რატომ მოდიან, რა ნიშნით იმსახურებენ ისინი პრემიერ მინისტრობას? მერე კი მიდიან, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა "დღის ამბებში", სადაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან გადადგომის მიზეზებზე საუბრისას.
"ჩვენ გვესმის სხვადასხვა კომენტარი მათ შორის მართველი გუნდის წარმომადგენლების, თუ როგორი მთავრობა სურთ იყოს მომავალში, ამ მთავრობის ურთიერთობა ხალხთან, პარლამენტთან და ა. შ. მაგრამ ეს ყველაფერი იქნება ფუჭი, კეკლუცობა თუ ჩვენ იმას არ დავარქმევთ სახელს, რაც უკვე მოხდა და რეალურად არ ეცოდინება საზოგადოებას და იმ ადამიანს, რომელიც წავიდა თუ რა რეალური მიზეზებით წავიდა.
პრემიერ-მინისტრები ამ ქვეყანაში მოდიან, ვერ ვიგებთ რატომ მოდიან, რა ნიშნით იმსახურებენ ისინი პრემიერ მინისტრობას? მერე კი მიდიან.
გუშინ ნათელი და გასაგები გახდა, რომ წასვლა მათი გადაწყვეტილებაც არ არის, ვიღაც სხვაა და დასახელდა ვინც არის ეს სხვა - ბიძინა ივანიშვილი იღებს გადაწყვეტილებებს, ისე რომ ხალხისთვის საერთოდ არ არის გასაგები, როცა მოდის ადამიანი, რა ნიშნით მოხდა მისი გამორჩევა და როცა მიდის, კონკრეტულად რატომ მიდის? რა პრეტენზიები არის მისი მისამართით, რეალურად არ ხდება ამ საკითხებზე მსჯელობა.
ჩვენ კიდე ახალი ტალღა უნდა დავიწყოთ, როდესაც უნდა გამოვიგონოთ და აღმოვაჩინოთ ვიღაც ადამიანი, რომელსაც მივანიჭებთ პრემიერის სტატუსს და მერე რაღაცა გაურკვეველი დროის შემდეგ ისიც, როდესაც გადაწყვეტს - ბიძინა ივანიშვილი, ამ ადამიანმა უნდა დატოვოს თანამდებობა.
ქვეყანამ არ უნდა იცხოვროს მართველობს იმ სტილით, რომელიც არის ძალიან შეუსაბამო დემოკრატიული მმართველობის სტილთან, საქართველოს ტიპის ქვეყნისთვის ეს არის სრულიად მიუღებელი და დაუშვებელი ფუფუნება, ჩვენ ვართ ოკუპირებული ქვეყანა, პატარა ზომის და დიდი გამოწვევების მქონე საშინაო თუ საგარეო მიმართულებებით ჩვენი ქვეყნისთვის მსგავსი ტიპის მართველობა არის დამანგრეველი შედეგების მქონე, ამიტომ თქვა პრეზიდენტმა დავანებოთ თავი იმ თამაშს, როდესაც სცენაზე მსახიობები იცვლებიან, მაგრამ რეჟისორი ერთი და იგივეა, ამ რეჟისორმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა გამოვიდეს ჩრდილიდან და გუნდი კი არ დააკომპლექტოს, არამედ ის ჩაუდგეს სათავეში", -განაცხადა ანა ნაცვლშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


