მსოფლიო
პოროშენკოსთან კონფლიქტი არ მაქვს. ეს მას აქვს ჩემთან კონფლიქტი - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ექს-გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევში, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციას მართავს, სადაც იმ დოკუმენტების გადმოცემას ითხოვს, რომლებსაც სასამართლოს წარუდგენს. ამის შესახებ Украинская правда იუწყება.
„სასამართლოში წასასვლელად არცერთი დოკუმენტი არ მაქვს. მათ ხელი მოაწერეს განკარგულებას, მაგრამ არცერთო დოკუმენტი არ მომცეს, რომლითაც სასამართლოში წავიდოდი“, - განაცხადა სააკაშვილმა.
კერძოდ, სააკაშვილი ითხოვს საიმიგრაციო სამსახურის დოკუმენტაციას, მოქალაქეობის ჩამორთმევის განკარგულების ასლს, ასევე მოქალაქეობის საკითხებში შესაბამისი კომისიის სხდომის ოქმის ასლსა და თანდმევ წერილებს. ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა აღნიშნა, რომ ამ მოთხოვნით მისი ადვოკატები შევლენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
სააკაშვილის ინფორმაციით, ღამით ის ჩერკასებში ჩავა.
„დღეს საღამოს მივდივარ კიევიდან ჩერკასებში, საიდანაც მთელ უკრაინას მოვივლი“, -აღნიშნა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.
პოლიტიკოსმა ხაზი გაუსვა, რომ უკტრაინის პრეზიდენტთან კონფლიქტი არ აქვს.
„პოროშენკოსთან კონფლიქტი არ მაქვს. ეს მას აქვს ჩემთან კონფლიქტი. ამერიკაში წარმატებებს ვუსურვებ. იქ უკვე ვყოფილვარ“,-თქვა სააკაშვილმა.
ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს, 26 ივლისს გავრცელდა.
შეგახსენებთ, 10 სექტემბერს 20 საათზე ოდესის ყოფილი გუბერნატორი თავის მხარდამჭერებთან ერთად სასაზღვრო-გამშვები პუნქტი შეგინი გადაკვეთა.
12 სექტემბერს ლვოვში, სასტუმრო ლეოპოლისის წინ სააკაშვილმა ხელი მოაწერა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა პროტოკოლს უკრაინის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შესახებ. მისი საქმის სასამართლო განხილვა 18 სექტემბერს გაიმართა, თუმცა ლვოვის სასამართლოს გადაწყვეტილებით, განხილვა 22 სექტემბრისთვის გადაიდო.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


