კომენტარი
პოროშენკოს აქვს მოლაპარაკება ივანიშვილთან, ეს ეჭვს საერთოდ არ იწვევს - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ექს-პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს და საქართველოს ექს-პრემიერს ბიძინა ივანიშვილთან მოლაპარაკება აქვთ მისი საქართველოში ექსტრადირების შესახებ.
ამის შესახებ სააკაშვილმა „კურიერს“ სატელეფონო საუბრის დროს განუცხადა.
„პოროშენკოს აქვს მოლაპარაკება ივანიშვილთან, ეს ეჭვს საერთოდ არ იწვევს. ეს ყველაფერი არის მანევრები იმის გარშემო, რომ რამდენჯერმე შემომითვალეს მუქარა, ხალხი გამომიგზავნეს, რომ მივეხვედრებინეთ, მერე პირდაპირ მითხრეს, თუ ახლა არ გაჩერდები, როგორც შემოგიშვით ისე გაგიშვებთო.
არავის ვაპირებ დაუტოვო, მითუმეტეს ოლიგარქებს და კორუმპირებულ კასტას, საჯიჯგნავად ჩემი საყვარელი უკრაინა, იმიტომ რომ აქ წყდება საქართველოს ბედი. საქართველოში ოლიგარქებთან დათმობამ სადამდეც მიგვიყვანა, ეს იყო ჩემი პირადი შეცდომა და, ყველამ დავინახეთ.
საქართველო არის განადგურების პირას. უკრაინაში და რა თქმა უნდა საქართველოში, მე ოლიგარქებთან დათმობას და გარიგებას არ ვაპირებ. ვიბრძოლებ ბოლომდე, მაქვს მხარდაჭერა. საერთოდ ეჭვი არ მეპარება, რომ ივანიშვილი პოროშენკოს შეხვდება. ოლიგარქი ოლიგარქს ყოველთვის ხვდება. გაჭრილი ვაშლებივით, ტყუპისცალებივით გვანან ერთმანეთს.
პოროშენკო ასევე გავს ერთ ადამიანს, რომელსაც მე ვიცნობდი, ეს არის ედუარდ შევარდნაძე. ზუსტად ვიცი, ბოლო წლებში ედუარდ შევარდნაძესთან როგორი მეთოდებით გვქონდა ურთიერთობა. ზუსტად ვიცი ბოლო წლებში ოლიგარქებთან როგორ უნდა მქონოდა ურთიერთობა და რა შეცდომები დავუშვი. ამიტომ, ამ ორი გზით გამოვლილ-გამდიდრებული და იმ პირობებში, როცა ენერგია საკმარისზე მეტი მაქვს და საბრძოლო განწყობა მაქვს, ამ ბრძოლას ჩვენ არ წავაგებთ, მოვიგებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ, როგორც უკრაინის, ასევე, საქართველოს ხელახლა გათავისუფლებას!“,-აღნიშნა სააკაშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


