მსოფლიო
პოროშენკო, წადი, ეს ულტიმატუმი არაა, ჩემი რჩევაა - მიხეილ სააკაშვილი კიევის მიტინგზე
ამ წუთებში კიევში, უკრაინის უმაღლეს რადასთან ოპოზიციური ძალები საპროტესტო აქციას მართავენ. შეკრებილები პარლამენტს შემდეგ პირობებს უყენებს: შეცვალოს საარჩევნო კანონმდებლობა, შექმნას ანტიკორუფციული სასამართლო, მოხსნას დეპუტატებისგან ხელშეუხებლობა და საჯარო გახადოს პარტიული სიები. მიტინგი დილიდან იმართება. პარალელურად უკრაინის რადაში საპარლამენტო სხდომა მიმდინარეობს.
აქციაზე გამოვიდა მიტინგის ერთ-ერთი ორგანიზატორი მიხეილ სააკაშვილი. მან უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს გადადგომისკენ მოუწოდა.
„თუ დღეს პოროშენკო არ მოგვისმენს, მაშინ ჩვენ მოგვიწევს, სხვა ადგილზე გადავიდეთ. მოვუწოდებ კიეველებს, სამსახურის შემდეგ შემოგვიერთდნენ. თუკი არ მიიღებენ ხალხის სასარგებლო გადაწყვეტილებებს, პოროშენკო უნდა დაფიქრდეს, რომ თანამდებობიდან წავიდეს. მას კიდევ აქვს დრო! ეს ჩემი ულტიმატუმი არაა, რჩევაა“, -თქვა სააკაშვილმა.
Українські Новини-ის ინფორმაციით, აქციაზე 5 000-მდე ადამიანი შეიკრიბა, თუმცა პოლიცია მხოლოდ 4.500 ადამიანზე საუბრობს.
„რადასთან მიმდინარე მიტინგზე 4500 ადამიანია, ყველაფერი მშვიდად მიმდინარეობს. სამართალდამცავთა რაოდენობა არ შეცვლილა - უკრაინის ეროვნული პოლიციისა და უკრაინის ეროვნული გვარდიის 3.500 თანამშრომელია“, -თქვა ეროვნული პოლიციის კიევის სამმართველოს ხელმძღვანელმა ანდრეი კრიშანკომ.
აქციები უმაღლეს რადასთან 17 ოქტომბერს დაიწყო.
ანა მებურიშვილი



საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


