კომენტარი
პოლონეთში საქართველოდან სამუშაოს მაძიებელთა დიდი რაოდენობა იყო და რეგულაციები იმ ქვეყნებისთვის შემოიღეს, სადაც მოთხოვნა დიდია, ეს მათი პოლიტიკის ნაწილია - შალვა პაპუაშვილი
მიგრაციულ რეგულაციებს პოლონეთისთვის ცუდი ეკონომიკური გავლენა ექნება, რადგან იქ მუშახელი ჩადიოდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ჩვენც საკმაოდ მკაცრი მიგრაციის პოლიტიკა გვაქვს და ჩვენთან ასე ადვილად სამუშაოდ პოლონელიც ვერ ჩამოვა. ეს მათი შიდა მიგრაციის საკითხებია. ვხედავთ, გერმანია და სხვა ქვეყნები ამკაცრებენ, ცდილობენ, რომ თავიანთი მიგრაციის პოლიტიკა გადააწყონ. ეს შეიძლება, მათი გადმოსახედიდან გამართლებულიც იყოს, თუმცა შიდა დისკუსიასაც ვაკვირდებით, რომ საკმაოდ დაგვიანებულია ევროკავშირისთვის, რადგან მათმა ღია საზღვრების პრინციპმა ბევრ რამეში შეაფერხა. ეს პოლონეთის მიგრაციის პოლიტიკის ნაწილია. იქ საქართველოდან სამუშაოს მაძიებელთა დიდი რაოდენობა იყო და იმ ქვეყნებისთვის, საიდანაც დიდია მოთხოვნა, უფრო მკაცრი რეგულაციები შემოიღეს. ამას, უპირველეს ყოვლისა, პოლონეთისთვის ექნება ცუდი ეკონომიკური გავლენა, რადგან იქ მუშახელი ჩადიოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ იქ მუშახელზე მოთხოვნა იყო. არ ვიცი, პოლონეთი როგორ აპირებს მუშახელის მოთხოვნა დააკმაყოფილოს. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოში დეფიციტია და მუშახელი გვჭირდება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, პოლონეთის საელჩოს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში გამარტივებული სამუშაო ვიზით ვეღარ ისარგებლებენ. რაც შეეხება პირებს, რომლებიც უკვე მუშაობენ, მათ განსაზღვრულ ვადამდე შეეძლებათ მუშაობა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


