მსოფლიო
პოლონეთის სეიმმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვით პოლონეთის დადანაშაულება ნაცისტურ ჰოლოკოსტში თანამონაწილეობაში დასჯადი გახდება
პოლონეთის სეიმმა მიიღო საკამათო კანონი, რომლის მიხედვით, დასჯადი გახდება პოლონეთის დადანაშაულება ნაცისტურ ჰოლოკოსტში თანამონაწილეობაში.
კანონი ასევე კრძალავს ნაცისტური სიკვდილის ბანაკების მოხსენიება „პოლონურ სიკვდილის ბანაკებად“ იმ საკონცენტრაციო ბანაკების აღსაწერად, რომლებიც პოლონეთის ტერიტორიაზე მდებარეობს და აშენებულია ნაცისტების 1939 წლის ოკუპაციის შემდეგ. როგორც პოლონეთის, ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეებს კანონის დარღვევის შემთხვევაში ემუქრებათ ჯარიმა ან ციხე 3 წლამდე ვადით.
კანონს მხარი დაუჭირა პარლამენტის 57-მა დეპუტატმა, 23 წინააღმდეგ წავიდა, 2-მა კი თავი შეიკავა. დოკუმენტის ამოქმედებამდე მას ხელი უნდა მოაწეროს პრეზიდენტმა.
კანონპროექტმა უკვე გამოიწვია უთანხმოება ისრაელთან, რომელიც პოლონეთის ისტორიის შეცვლაში ადანაშაულებს. გასულ კვირას ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოუწოდა პოლონელ პარლამენტარებს, არ მიიღონ ეს კანონი.
„ამას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები. ერთი ვერ შეცვლის ისტორიას და ჰოლოკოსტიც ვერ იქნება უარყოფილი“, - განაცხადა ნეტანიაჰუმ.
ნეთანიაჰუს მაშინვე უპასუხა პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ. მან სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ ვერ დაიხევს უკან, ხოლო ქვეყანამ უნდა „დაიცვას ისტორიული სიმართლე“.
კანონპროექტის ავტორმა, პოლონეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ პატრიკ ჯაკიმ განაცხადა, რომ ისრაელის რეაქციამ დაადასტურა, „რამდენად საჭიროა ეს კანონი“.
ოთხშაბათს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა მოუწოდა პოლონეთს, გადახედოს დოკუმენტს. მან აღნიშნა, რომ აშშ შიშობს, რომ ამ კანონმა შესაძლოა, გამოიწვიოს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და დიპლომატიური უთანხმოებები.
ნაცისტურმა გერმანიამ პოლონეთის ოკუპაცია მეორე მსოფლიო ომის დროს მოახდინა, რომლის გამო მილიონობით ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი მილიონი პოლონელი ებრაელი ჰოლოკოსტის შედეგად.
პოლონეთის ხელისუფლების თქმით, აღნიშნული კანონი არ გულისხმობს სიტყვის თავისუფლების ან ჰოლოკოსტზე დისკუსიის შეზღუდვებს, არამედ ქვეყნის სახელის დაცვას საზღვარგარეთ.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


