მსოფლიო
პოლონეთის საჰაერო სივრცე რუსულმა დრონებმა დაარღვიეს, უპილოტო საფრენი აპარატები ქვეყანაში დასავლეთ უკრაინის მხრიდან შეიჭრნენ
პოლონეთის საჰაერო სივრცე რუსულმა დრონებმა დაარღვიეს.
პოლონელმა სამხედროებმა ღამით ჩამოაგდეს ობიექტები, რომლებმაც ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვიეს.
დროებით დახურეს ვარშავის, ლუბლინისა და ჟეშუვის აეროპორტები.
„მიმდინარეობს ოპერაცია, რომელიც დაკავშირებულია პოლონეთის საჰაერო საზღვრის მრავალჯერად დარღვევასთან. ობიექტების წინააღმდეგ არმიამ გამოიყენა იარაღი. მე მუდმივ კავშირში ვარ პრეზიდენტსა და თავდაცვის მინისტრთან. ოპერატიული სარდლისგან პირდაპირ მივიღე ანგარიში“, – წერია პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის მიერ სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
უკრაინული მონიტორინგის არხების ცნობით, პოლონეთის ტერიტორიაზე დასავლეთ უკრაინის მხრიდან რამდენიმე რუსული უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა.
პოლონეთის სამხედროებმა განაცხადეს, რომ მათ და ნატო-ს მოკავშირეებმა საჰაერო სივრცეში ავიაცია აამოქმედეს და სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს სახმელეთო საჰაერო თავდაცვის ძალები.
ამასთან, უშუალოდ რუსულ უპილოტოებზე სამხედროებიც არ საუბრობენ.
ამჟამად, უკრაინული მონიტორინგის არხების ინფორმაციით, პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული უპილოტოები აღარ დარჩა, თუმცა, ისინი აგრძელებენ უკრაინის დასავლეთ რეგიონებზე თავდასხმას. ბოლო წუთებში ლვოვიდან მოდის შეტყობინებები საჰაერო თავდაცვის სისტემის ამოქმედების შესახებ.
გარდა ამისა, უპილოტოები აგრძელებენ მანევრებს კიევის რაიონში და უკრაინის სხვა ადგილებშიც.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


