მსოფლიო
პოლონეთი აშშ-ს საკუთარ ტერიტორიაზე სამხედრო ბაზის განთავსების სანაცვლოდ 1.5-2 მილიარდ დოლარს სთავაზობს
პოლონეთი აშშ-ს საკუთარ ტერიტორიაზე მუდმივმოქმედი სამხედრო ბაზის განთავსებისთვის 1.5-2 მილიარდ დოლარს სთავაზობს. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Onet ავრცელებს.
სტატიის მიხედვით, ჟურნალისტებმა პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს შეთავაზების პროექტი მოიპოვეს, რომლის თანახმად ვარშავას ვაშინგტონთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა სურთ თავდაცვით სფეროში, რაც ასევე ითვალისწინებს ამერიკელი სამხედროების დისლოცირებას პოლონეთში.
ვარშავა ასევე მზადაა, საკუთარ თავზე აიღოს ხარჯების დიდი ნაწილი, რაც აშშ-ს აღნიშნული გადაწყვეტილების რეალიზაციისას ფინანსურ ტვირთს შეუმსუბუქებს.
დოკუმენტში მოცემულია ამერიკული ბაზების, ჰოსპიტალების, სკოლებისა და ამერიკელი სამხედროების ოჯახის წევრების საცხოვრებელი სახლების დისლოცირების შესაძლო ადგილები. პოლონეთის შეთავაზება აშშ-ის კონგრესს გადაუგზავნეს.
პოლონეთი აღნიშნულ მოთხოვნას 1999 წლიდან აყენებს, თუმცა მისი გააქტუალურება 2008 წლის რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრამ და მოსკოვის მიერ 2014 წელს ყირიმის ანექსიამ განაპირობეს. ოფიციალური ვარშავას განმარტებით, რუსეთის მხრიდან საფრთხე იზრდება.
როგორც პოლონურ მედიას პოლონეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრის ანტონ მაცერევიჩის მოადგილე დომინიკ სმირგალამ უთხრა, აღნიშნული დოკუმენტი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებმა და პოლონელმა სამხედროებმა ერთად შეიმუშავეს.
პოლონური გამოცემა აღნიშნავს, რომ თავდაცვის სამინისტრომ ვაშინგტონში წერილი საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პრეზიდენტ ანდჟეი დუდას ინფრომირების გარეშე გააგზავნა, რაც პოლონეთის მთავრობის წევრებს შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობებეზე მიუთითებს.
ამჟამად პოლონეთში ამერიკელი სამხედროები და NATO-ის ჯარისკაცები როტაციული პრინციპით იმყოფებიან.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


