კომენტარი
პირბადეების აქციაში პრობლემისადმი ყურადღების მიქცევა კრეატიულად მოხდა - მიხიელ გიორგაძე
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ძეგლებზე პირბადეების გაკეთების აქციას გამოეხმაურა.
როგორც მიხეილ გიორგაძემ აღნიშნა, პრობლემისადმი ყურადღების მიქცევა საკმაოდ კრეატიულად განხორციელდა.
„მე ვფიქრობ, რომ პრობლემა იყო საკმაოდ კრეატულად დანახული და ამ პრობლემისადმი ყურადღების მიქცევა საკმაოდ კრეატიულად განხორციელდა. ერთადერთი რაზეც შევწუხდი, იყო ის, რომ იქ იყო ისეთი ძეგლები, სადაც აძრომა და პირბადის დამაგრება გარკვეულ რისკთანაა დაკავშირებული. რომ ჩამოვარდნილიყო ადამიანი დაზიანებას მიიღებდა. ამ ნაწილში ფრთხილად უნდა ვიყოთ. ძალიან კრეატიული იყო, მით უმეტეს, საერთოდ არ მესმის შეურაცხყოფა რა ნაწილში იგულისხმება, თავად ძეგლს ზიანი არ მიდგომია“, - განაცხადა გიორგაძემ.
გუშინ დილით თბილისის ძეგლების ნაწილს პირბადე ეკეთა. ამ დრომდე უცნობია, ვინ არის აღნიშნული აქციის ორგანიზატორი, ან რას გამოხატავს იგი, თუმცა სოციალური ქსელის მომხმარებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ აქცია ჰაერის დაბინძურების პრობლემას უკავშირდება.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


