კომენტარი
პენსიების ზრდა 400 ლარამდე ნიშნავს ბიუჯეტში დამატებით მილიარდ ცხრაას მილიონი ლარის მობილიზებას, რაც, პრაქტიკულად, შეუძლებელია - ეკატერინე მიქაბაძე
პენსიების ზრდა 400 ლარამდე ნიშნავს ბიუჯეტში დამატებით მილიარდ ცხრაას მილიონი ლარის მობილიზებას, რაც, პრაქტიკულად, შეუძლებელია. საერთოდ, რომ აღარ გადაუხადოს სახელმწიფომ ხელფასი ჯარისკაცებს, მასწავლებლებს, პოლიციას და სხვა ნებისმიერ მოხელეს, რომელიც ბიუჯეტიდან იღებს ხელფასს, ამ შემთხვევაშიც კი თანხა, რომლის მობილიზება არის შესაძლებელი, 880 მილიონი ლარის ფარგლებში იქნება, რაც საგრძნობლად ნაკლებია 1,9 მილიარდ ლარზე, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ეკატერინე მიქაბაძემ 400-ლარამდე პენსიის გაზრდის შესახებ ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატის დაპირების პასუხად.
ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ უკვე აქვს დაანონსებული და ბიუჯეტში გათვალისწინებული საბაზისო პენსიების ზრდა 20 -20 ლარით 2019 - 2020 წლებში. მეტიც, მისი თქმით, მომდევნო წლებში საბაზისო პენსიის ზრდა შესაბამის კანონშია გაწერილი, რაც მისი მუდმივი ზრდის გარანტიას ქმნის.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


