მსოფლიო
პედრო აგრამუნტს განცხადებების გაკეთება და ასამბლეის სახელით ვიზიტების განხორციელება აეკრძალა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მოქმედ პრეზიდენტს პედრო აგრამუნტს განცხადებების გაკეთება და ასამბლეის სახელით ვიზიტების განხორციელება აეკრძალა.
ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტოს ასაბლეის ვიცე-პრეზიდენტმა და ბრიტანეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა როჯერ გეილმა, ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„როგორც მიხვდით, აგრამუნტი ბიუროს სხდომას დღეს არ უძღვებოდა, მისი არ ყოფნის დროს, ბიუროს მე ვუხელმძღვანელე“,-განუცხადა ჟურნალისტებს გეილმა.
მისი თქმით, ბიუროზე გადაწყდა,რომ „პრეზიდენტის მიმართ ნდობა არ გვაქვს“.
„მას განცხადებების გაკეთება, მივლინებებში ყოფნა, ან ასამბლეის სახელით ვიზიტების განხორციელება არ შეეძლება. ევროპის საბჭოსა და საპარლამენტო ასამბლეის წესიერება და პრინციპები გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი ცალკეული წევრები“, -განმარტა ბრიტანეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


