კომენტარი
,,პატრიოტებმა“ რუსეთში მიიღეს ინსტრუქცია, რომ სალომე ზურაბიშვილი აუცილებლად უნდა გახდეს ქვეყნის პრეზიდენტი - სალომე სამადაშვილი
თბილისში, თავისუფლების მოედანზე გუშინ „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ გამართულ აქციას, რომელსაც გამოხმაურება მოჰყვა რუსულ მედიაში, „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი ეხმიანება.
მისი თქმით, „პატრიოტთა ალიანსმა“ რუსეთში ყოფნისას კონკრეტული დავალებები მიიღო.
სალომე სამადაშვილის განცხადებით, ამ აქციით და ამ აქციისადმი ხელისუფლების მხარდაჭერით, ნათლად გამოჩნდა, რომ ღიად პრორუსული პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ „ქართულ ოცნების“ სატელიტი პარტიაა.
„რუსეთიდან დაბრუნებული „პატრიოტები“ აქციებს ატარებენ სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად. ეს ნათლად აჩვენებს, რომ მათ მიიღეს ინსტრუქცია, რომ სალომე ზურაბიშვილი აუცილებლად უნდა გახდეს ქვეყნის პრეზიდენტი. რაც შეეხება "ქართულ ოცნებას" ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ "პატრიოტები" იყვნენ მათი სატელიტი პროექტი და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა.
არჩევანი არის ძალიან ნათელი ერთ მხარეს არის გრიგოლ ვაშაძე, რომელსაც მხარს უჭერს ყველა პროდასავლური პარტია ქვეყანაში, მეორე მხარეს რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი.
აშკარაა რომ რუსეთს სურს პირდაპირ ჩაერიოს ქვეყნის შიდა პროცესებში, ეს არის ფაქტობრივად ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დათმობა ე,წ, შეზღუდული სუვერენიტეტი, როდესაც ქართველ ხალხს ეუბნებიან, რომ მათ არ აქვთ საკუთარი არჩევანი გაკეთების უფლება,“- ამბობს სალომე სამადაშვილი.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


