კომენტარი
პატრიარქს არ სჯერა, რომ მისი მოწამვლის მცდელობა იყო - მამა ნიკოლოზი
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის მამა ნიკოლოზის ინფორმაციით, პატრიარქს არ სჯერა, რომ მისი მოწამვლის მცდელობა იყო.
მიტროპოლიტს თავადაც არ სჯერა, რომ საქართველოში შეიძლება არსებობდეს ადამიანი, ვინც ამას გააკეთებდა.
”ჩემს აზრსაც გეტყვით და თვითონ პატრიარქისაც. მე არ მჯერა, რომ საქართველოში არსებობს ადამიანი, რომელსაც შეიძლება ასეთი აზრი გაუჩნდეს. რა მოხდა, არავინ იცის. წაროუდგენლად მიმაჩნია ამბსოლუტურად. არც პატრიარქს სჯერა ამის. ეგეთი რამე საერთოდ არ გამიგია, რომ ვინმეს ვინმე მოეწამლოს, წიგნებში წამიკითხავს მარტო”, - განაცხადა მიტროპოლიტმ, რომელიც ამჟამად გერმანიაში იმყოფება, სადაც ილია მეორეს ოპერაცია უტარდება.
შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი მამა გიორგი მამალაძე სამი დღის წინ, აეროპორტში დააკავეს. ის ბერლინში, პატრიარქთან გამგზავრებას გეგმავდა. კონკრეტულად რას უკავშირდება მისი აყვანა, უცნობია, ვინაიდან ოფიციალურ უწყებებს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ. მამა გიორგი მამალაძე ამ დროისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. არსებული ცნობით, საქმეს გრიფით „საიდუმლო“ ადევს.
არაოფიციალური ვერსიით, შესაძლოა ადგილი ჰქონოდა პატრიარქის მოწამვლის მცდელობას.
არსებული ინფორმაციით, საქმეზე დაიკითხა პატრიარქის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი, რომელიც ამ მიზნით ბერლინიდან თბილისში გამოემგზავრა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


