კომენტარი
პატრიარქისგან კონკრეტული რეკომენდაციები მოვისმინეთ - გიორგი ვაშაძე
პატრიარქისგან კონკრეტული რეკომენდაციები მოვისმინეთ, – განუცხადა ჟურნალისტებს საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის შტაბის უფროსმა გიორგი ვაშაძემ ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ.
„პატრიარქთან ვისაუბრეთ იმ მდგომარეობაზე, რაც დღეს არის ქვეყანაში. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მშვიდობიანად ჩავატაროთ არჩევნები და დავიწყოთ მშვიდობიანად ხელისუფლების ცვლილების პროცესი. მივაწოდეთ ინფორმაცია ყველა ჩვენს მოქმედებასთან დაკავშირებით. გვქონდა საუბარი იმ თავდასხმებზე, რომელიც ჩვენს წევრებზე იყო. მათ შორის, ახალქალაქში, კასპში და მარნეულში და ვთხოვეთ მას დახმარება რადგან აქვს ყველაზე მაღალი ნდობა საზოგადოების მხრიდან. ვთხოვეთ დახმარება, რომ რამენაირად დავამშვიდოთ და დავაწყნაროთ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ მშვიდობიან გარემოში ჩაიაროს არჩევნებმა.
მოვისმინეთ კონკრეტული რეკომენდაციები მისი მხრიდან და აუცილებლად გავითვალისწინებთ ყველა საკითხს, რაზეც მან გაამახვილა ყურადღება.
მინდა ვთქვა, რომ მისი ლოცვა-კურთხევით და დახმარებით ჩვენ აუცილებლად შევძლებთ, შევინარჩუნოთ მშვიდობიანი პროცესი ქვეყანაში და მშვიდობიანად ჩავატაროთ არჩევნების მეორე ტური“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


