კომენტარი
პატრიარქის განცხადება არის საკმაოდ საინტერესო - გიორგი კვირიკაშვილი
პატრიარქის განცხადების საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირება არასწორად მოხდა, - განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საკონსტიტუციო მონარქიასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა კათოლიკოს-პატრიარქს იმისთვის, რომ ბევრს ფიქრობს ქვეყნის მომავალზე.
”რამდენადაც დღეს მე ვუსმენდი, ძირითადად, ოპოზიციის კომენტარებს, მოხდა საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესთან არასწორად დაკავშირება პატრიარქის განცხადების, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია.
არანაირი კავშირი ამ ორ საკითხს შორის არ არსებობს.
საკონსტიტუცი ცვლილებები, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ, არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც ვფიქრობთ, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესისთვის არის ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი.
რაც შეეხება პატრიარქის განცხადებას, ჩვენ, რა თქმა უნდა, პატრიარქის უდიდესი პატივისცემა გაგვაჩნია. მე მინდა მას მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ის ძალიან ბევრს ფიქრობს ქვეყნის მომავალზე და რა თქმა უნდა, ეს საკითხი, როგორც პატრიარქმა ბრძანა, არ არის არც დღეის და არც ხვალის. ამ საკითხის გადაწყვეტას შესაძლოა ათწლეული დასჭირდეს, ან უფრო მეტი ან ნაკლები. ამაზე დღეს მსჯელობა არ არის, მაგრამ რა თქმა უნდა ეს განცხადება არის საკმაოდ საინტერესო და ვფიქრობთ, რომ ფართო საზოგადოებრივი ჩართულობით ასეთი მსჯელობა რომ შედგეს, იქნება ძალიან დადებითი. ასეთი საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსით მხოლოდ და მხოლოდ და რა თქმა უნდა, ნაჩქარევი ნაბიჯები არ გვმართებს. ჩვენი აზრია, რომ ძალიან საინტერესოა ეს წინადადება, უამრავი დადებითი მხარე გააჩნია, მაგრამ ეს არ არის არანაირად დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესთან, რომელიც დღეს მიმდინარეობს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


