კომენტარი
პატარა ბავშვები ხომ არ ვართ, რომ ერთმანეთს გავუბრაზდეთ და ასეთი დამოკიდებულება იყოს გუნდში?! - კახი კალაძე
თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, მმართველ გუნდში დაპირისპირება არ არსებობს და შესაბამისად, არც უმრავლესობა დაიშლება.
„არის მსჯელობა, ეს ნორმალური პროცესია. შეიძლება, აზრთა სხვადასხვაობა იყოს სხვადასხვა საკითხზე, ესეც ნორმალური პასუხია. ჩვენ გამოვედით იმ მდგომარეობიდან, როდესაც ერთ ადამიანზე იყო ყველაფერი მორგებული და ერთი ადამიანის გემოვნებით ხდებოდა ყველაფერი ქვეყანაში: პროექტების განხორციელება, დიზაინი, ოჯახების შექმნაც კი. ასე რომ, მადლობა ღმერთს, ჩვენ გამოვედით ამ მდგომარეობიდან, ქვეყანაში არის დემოკრატია, ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომელიც დემოკრატიულ ინსტიტუტებზე იქნება დაფუძნებული“, - ამბობს კახა კალაძე.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პრემიერი კვირიკაშილი პარლამენტის თავმჯდომარეზე გაბრაზებულია, კალაძე ასე პასუხობს:
„რა ბრაზზე ვსაუბრობთ, პატარა ბავშვები ხომ არ ვართ, რომ ერთმანეთს გავუბრაზდეთ და ასეთი დამოკიდებულება იყოს გუნდში?!“
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


