კომენტარი
პასუხისმგებლობა ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით მთლიანად უსაფრთხოების სამსახურს უნდა დაეკისროს - ემზარ კვიციანი
"პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი, ემზარ კვიციანი, არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს აკისრებს.
,,პასუხისმგებლობა ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით მთლიანად უსაფრთხოების სამსახურს უნდა დაეკისროს. ჯერ თვითონ ფაქტთან დაკავშირებით, თუ რატომ მოხდა ტატუნაშვილი მოწინააღმდეგის ხელში, რატომ არ იყო და არის დაცული ჩვენი მხარე, რომ ყოველ დღე არ იქნენ გატაცებულნი ე.წ. საზღვრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
მინდა, გავამახვილო ყურადღება იორდანიის დელეგაციაზე, რომელიც აფხაზეთში იყო ჩასული. ჩვენ გვაქვს კანონი ოკუპაციის შესახებ. როგორ იმოქმედებს ამ შემთხვევაში ეს კანონი და საერთოდ, ხომ არ ვთხოვოთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ მათაც შექმნან ესეთი კანონი, რომ დაგვიდგნენ გვერდში. რათა ჩვენმა კანონმა, რომელიც მარტო აფხაზებსა და ქართველებს უკრძალავს ერთმანეთთან მისვლას, რაღაცა ქმედითი ძალა შეიძინოს," - განაცხადა ემზარ კვიციანმა დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


