კომენტარი
პარლამენტის წევრი თავისუფალ მანდატში შეზღუდული არ უნდა იყოს - ზვიად კვაჭანტირაძე
პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე მიიჩნევს, რომ დეპუტატი საკუთარ თავისუფალ მანდატში არ უნდა შეიზღუდოს.
როგორც კვაჭანტირაძემ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებისთვის ქცევის კოდექსის შესაძლო ამოქმედებაზე საუბრისას განაცხადა, ის ინფორმაციას არ ფლობს იმის თაობაზე, რა წესებზეა საუბარი.
მისი თქმით, თუკი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა მდივანმა რაღაც შეთანხმებას მიაღწიეს და თუკი თამაშის წესები საჭიროა, გუნდის წევრებმა უნდა იცოდნენ, კონკრეტულად რაზეა საუბარი.
„ის, რომ ყველაფერი წესითა და რიგით უნდა მიდიოდეს, არავინ უარყოფს, თუმცა უმთავრესი ამოსავალი ის უნდა იყოს, რაც კონსტიტუციასა და რეგლამენტში წერია, რომ დეპუტატს თავისუფალი მანდატი გააჩნია და მას ვერავინ ვერასდროს დოგმით ვერ შეზღუდავს, ამა თუ იმ საკითხის მიმართ საკუთარი აზრი გამოთქვას.
შესაძლებელია, ისეთი დოკუმენტი დაიდოს, რომელიც ყველას მოგვეწონება და სანამ წესები წარმოდგენილი არ არის, მანამდე კომენტარის გაკეთება ნაადრევია”, – აცხადებს კვაჭანტირაძე.
მისი ინფორმაციით, დეპუტატები უმრავლესობის შეხვედრას ელოდებიან, რომელიც სავარაუდოდ, მომავალ კვირას გაიმართება.
„უმთავრესი ამოსავალი პრინციპი ის უნდა იყოს, რომ პარლამენტის წევრს, როგორც თავისუფალი მანდატის მატარებელს და უმაღლესი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს, კონსტიტუციით ფუნქციები აქვს მინიჭებული და ის თავის თავისუფალ მანდატში შეზღუდული არ უნდა იყოს. ყველაფერი შეიძლება შეთანხმების საგანი გახდეს. შეიძლება შევთანხმდეთ იმაზე, რომ არანაირი დოკუმენტის მიღება საჭირო არ არის და ვიმსჯელოთ, რა არის ის, რაც შესაძლებელია გვაბრკოლებს ურთიერთობებში.
მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებ. არანაირ საშიშროებას არ ვხედავ, რომ უმრავლესობა დაიშლება და ან ეს ხელისუფლების სტაბილურობას შეაზანზარებს. არითმეტიკულადაც კი წარმოუდგენელია, რომ 116-კაციანი უმრავლესობა 76 დეპუტატამდე შემცირდეს. ვერ გეტყვით, გულში მიზნად ვინ ვის გაშვებას ისახავს, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ასეთი აზრები არავის თავში არ არის”, – დასძინა კვაჭანტირაძემ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


