კომენტარი
პარლამენტის თავმჯდომარეს აწვდიან აბსოლუტურად არასწორ ინფორმაციას აბსოლუტურად არასწორი აქცენტებით - გიორგი აბაშიშვილი
სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს აწვდიან აბსოლუტურად არასწორ ინფორმაციას აბსოლუტურად არასწორი აქცენტებით, - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა ირაკლი კობახიძის კრიტიკის საპასუხოდ.
აბაშიშვილის თქმით, კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში მონაწილეობა არაერთხელ შესთავაზეს ირაკლი კობახიძეს და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, თუმცა მათგან უარი მიიღეს.
„კამპანიის, „კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი მთელი საქართველოს მასშტაბით მართავს შეხვედრებს პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ექსპერტებთან. ეს შეხვედრები არის უპრეცენდენტოდ გამჭვირვალე, მასში ჩართულია ქართული მედია და ჩვენ როგორც საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს ისე, საპარლამენტო უმრავლესობას არაერთხელ შევთავაზეთ ამ შეხვედრებში მონაწილეობა. მინდა, რომ კიდევ ერთხელ ეს შეთავაზება იყოს ძალაში“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
ცნობისათვის: პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გიორგი აბაშიშვილი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ კამპანიას პოლიტიკურ პარტიებთან ერთად გეგმავდა.
მისი თქმით, პრეზიდენტმა თავდაპირველად დაიწყო კამპანია საკონსტიტუციო კომისიის წინააღმდეგ, რომელიც, ,,როგორც ჩანს, გაგრძელდება პარლამენტის წინააღმდეგ.’’
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


