უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

3 იანვარი, 2019 16:15
font-size

პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა, რომ ეკა ბესელიას თანამდებობიდან გადადგომის საკითხი ჯერ კიდევ აგვისტოში იყო შეთანხმებული - ზაქარია ქუცნაშვილი

ფრაქციამ მიიღო გადაწყვეტილება იურიდიული კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გამოწვევის თაობაზე, აქედან გამომდინარე ჟურნალისტური საზოგადოების მოლოდინი, რომ სხვა პიროვნებაზე გავრცელდებოდა რაიმე სანქცია, არ გამართლდა, - განუცხადა ჟურნალისტებს ფრაქცია "ქართული ოცნების" დასრულების შემდეგ უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა.

მისი თქმით, ეკა ბესელიას გარიცხვასთან დაკავშირებით საუბარი დღევანდელ სხდომაზე საერთოდ არ ყოფილა.

რაც შეეხება კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევის მიზეზებს, როგორც ქუცნაშვილმა განაცხადა, ამ გადაწყვეტილების მისაღებად ორი მიზეზი დასახელდა.

"ორი მიზეზი დაასახელა პარლამენტის თავმჯდომარემ. ერთი მიზეზია პროცედურული დარღვევა მისი არჩევის დროს, რაზეც გაგა კახიანმა ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე დაასახელა პოლიტიკური მიზეზი, რომ გედევან ფოფხაძის არჩევა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე შეუთანხმებელი იყო უმრავლესობასთან და ფრაქციასთან",- განაცხადა ქუცნაშვილმა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, რადგან არ არის ფრაქციის წევრი.

ქუცნაშვილის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა, რომ ეკა ბესელიას თანამდებობიდან გადადგომის საკითხი ჯერ კიდევ აგვისტოში იყო შეთანხმებული.

"ეკა ბესელია არ ესწრებოდა დღევანდელ სხდომას და ყველამ მოვითხოვეთ, რომ მისი თანდასწრებით განვიხილოთ ეს საკითხები. პარლამენტის თავმჯდომარემ ბრძანა, რომ ეს საკითხი შეთანხმებული იყო აგვისტოს თვეში", - განაცხადა ქუცნაშვილმა.

მისივე თქმით, გუნდში არა დაპირისპირება, არამედ აზრთა სხვადასხვაობა.

"ჩვენ დემოკრატიული უმრავლესობა ვართ. რასაც თქვენ დაპირისპირებას ეძახით, ჩვენ ვეძახით აზრთა სხვადასხვაობას. ჩემი სუბიექტური აზრია, რომ სანამ არ შემუშავდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კრიტერიუმები, იქამდე თავს შევიკავებ დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობისგან. დემოკრატიული უმრავლესობა ვართ, ბატონმა ბიძინამ თქვა - ზაქარია ქუცნაშვილი არის ის კაცი, რომელიც ზოგჯერ არ იზიარებს მათ შორის მის შეხედულებებს. ზაქარია მშიშარა კაცი არ არის, მე ჩემი აზრი ყოველთვის მქონდა",- განაცხადა ქუცნაშვილმა.

საკვანძო სიტყვები:

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი