კომენტარი
პარლამენტის თავმჯდომარე მზადაა, პარტიულ პროპაგანდას თავისი კომპეტენციაც შესწიროს - არჩილ გამზარდია
,,იბერიას“ ტელეწამყანი არჩილ გამზარდაია საავტორო გადაცემაში ,,ახალი ამბები არჩილ გამზარდიასთან“ ერთად პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებზე საუბრობს, რომლებსაც ,,ირაკლი კობახიძის მარგალიტებს“ უწოდებს:
„ეს არის 13 კაცი და ქალი, რომელსაც აქვს თავისი პოლიტიკური მიკერძოებული შეხედულებები,“ – ასეთი შეფასება გააკეთა ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ არც მეტი და არც ნაკლები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. თუმცა ეს მარგალიტი მის გამოსვლაში ერთადერთი არ ყოფილა. შევნიშნავ, სამწუხაროდ - არათავდაჯერებული, დაბალი თვითშეფასების მქონე მოქალაქე სპიკერმა კიდევ მეტი მარგალიტი დაუმატა თავის ტექსტებს ისე, რომ დაავიწყდა კიდეც, თავად პარტიის უბრალო აქტივისტი კი არა, პარლამენტის თავმჯდომარე რომ იყო.
„ცდილობენ თავის წამოყოფას, ჩვენი ამოცანაა, როგორც კი თავს წამოყოფენ, ჩავარტყათ თავში“, – ეს მარგალიტი უკვე ოპოზიციური პარტიის მისამართით გამოთქვა, თუმცა, არც ეს იყო საკმარისი. პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელსაც, ჩანს, მეტად უცნაური იუმორის გრძნობაც ჰქონია, „ქართული ოცნების“ მისამართით განაცხადა – წინ რომ დაუდო ფული, ხელს არ მოჰკიდებს არც ერთიო. ამ უცნაურ იუმორისტულ ფრაზას გუშინდელს მერე ჩვენი მოსახლეობა დრამატურგიული სიცილით იხსენებს. კიდევ ერთი მარგალიტი სხვა მრავალ მარგალიტს შორის, ირაკლი კობახიძემ “ომეგა ჯგუფს” მიუძღვნა: „თუ შენ ფული არავისთვის გადაგიხდია და თერთმეტჯერ გადაგივადეს ვალი ბიუჯეტში, გამოდის, რომ ზეწოლა კი არა და იქით ჰქონია ზეწოლა ბიზნესს სახელმწიფოზე. ოქუაშვილი თვითონ ამბობს ყველაფერს და აბსოლუტურად კომიკურია, სასაცილოა ის ჩანაწერები, რომლებსაც ავრცელებს” , – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
უცნაური კია, საკანონმდებლო ორგანოს პირველ პირს რომ ელემენტარული კანონის უცოდინრობა დავაბრალოთ, მაგრამ ფაქტი კია, რომ კობახიძეს დაავიწყებინეს ელემენტარული საკითხი – სახელმწიფოს რომ ერთ ფინანსურ აქტზე რესტრუქტურიზაციის უფლება ერთხელ აქვს. ასევე არაფერი თქვა ირაკლი კობახიძემ იმის შესახებ, წელიწადნახევრის წინ შეტანილი განაცხადის შემდეგ წელიწადნახევრის განმავლობაში რატომ არ შეიკრიბა რესტრუქტურიზაციის საბჭო, მაშინ როდესაც ამის ვალდებულება ორი თვის ვადაში ჰქონდათ?
გამოდის, პარლამენტის თავმჯდომარე მზადაა, პარტიულ პროპაგანდას თავისი კომპეტენციაც შესწიროს და თქვას ის, რაც კანონში არ წერია, ამით კი სრული უვიცობა გამოავლინოს. თუმცა, ვიქნები გულწრფელი და ვიტყვი, რომ არ მჯერა, პარლამენტის თავმჯდომარე კანონებში ვერ ერკვეოდეს, შესაბამისად, გვრჩება პარტიული პროპაგანდა, რომლის სპიკერიც ნამდვილად გამოდის ირაკლი კობახიძე – პარტიული პროპაგანდის სპიკერობას ვგულისხმობ.
რაც შეეხება, ბიზნესზე ზეწოლას – კომპანია “ალგორითმი”, “ბერტა”, “წეროვანის მეურნეობა”, “ომეგას სიგარეტის ფაბრიკა”, დაცვის სამსახური “თორნი”, დაცვის სამსახური “გიგანტი სექიურითი”, “ლოპოტას ველი”, “მესხური სახლი”, ღვინის კომპანია “შატო თელავი”, “ჯეო ქონსთრაქშენი” და ასე შემდეგ - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ბიზნესკომპანიებისა, რომლებიც „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს მეტად საეჭვო ვითარებაში განადგურდნენ, მაშინ, როდესაც წარმატებულ ბიზნეს-კომპანიებად ითვლებოდნენ.
თუმცა, ამ იუმორში ერთი უმძიმესი ფრაზაც წამოსცდა პატარა დიქტატორს ირაკლი კობახიძეს, სასაცილოა ჩანაწერებიო განაცხადა ზუსტად ისე, როგორც წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ლაპარაკობდნენ ციხის ჩანაწერებზე.
„ქართული ოცნების“ სახელისუფლებო დაისი – ასე უწოდა ერთ-ერთმა ჩემმა კოლეგა პოლიტოლოგმა ხელისუფლების ბოლო პერიოდის ქცევებს. იმედი მაქვს, ეს დაისი მშვიდობიანი იქნება და არ მოგვაყოლებს წარღვნაში“, - ამბობს არჩილ გამზარდია.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


