კომენტარი
პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ჩემი საკითხიც განიხილება- შოთა ხაბარელი
პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, შოთა ხაბარელის განცხადებით, კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე, სხვებთან ერთად, მისი კანდიდატურაც განიხილება.
როგორც ხაბარელმა მედიას განუცხადა, შესაბამისი გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოზე იქნება მიღებული.
„ამ დრომდე ღია არის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის ადგილი. მე ვფიქრობ, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული პოლიტსაბჭოზე. დაველოდოთ, სულ ცოტა დრო დარჩა ამ გადაწყვეტილების მიღებამდე. ვფიქრობ, თავმჯდომარე შესაბამისი კანდიდატი იქნება“,-აღნიშნა პარლამენტის წევრმა.
მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ამ დრომდე პოლიტსაბჭო კანდიდატურაზე ვერ შეჯერდა, უკავშირდება იმას, რომ ძალიან წონადი კანდიდატებია წარდგენილი.
„ძალიან წონადი კანდიდატებია და აქედან გამომდინარე მსჯელობა მიდის. ჩემი საკითხიც განიხილება. გამომდინარე იქიდან, რომ მე ოთხი წლის განმავლობაში კომიტეტში ვიყავი პირველი მოადგილე, გამოცდილება საკმაოდ არის დაგროვილი და ვფიქრობ, რომ თავს გავართმევ, თუ ეს საკითხი ჩემს სასარგებლოდ გადაწყდებოდა“,-აღნიშნა შოთა ხაბარელმა.
მისივე თქმით, ამჟამად მოქმედი პარლამენტის სპორტის კომიტეტის მოქმედმა თავმჯდომარემ ლერი ხაბელოვმა ახლად არჩეული პარლამენტის ამავე კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე უარი განაცხადა.
ამის შესახებ ხაბარელმა მედიას განუცხადა.
„ლერიმ ცალსახად აღნიშნა, რომ ის უნდა იყოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი“,-განაცხადა ხაბარელმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


