კომენტარი
პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია ნამდვილად არ ყოფილა პარლამენტის ძლიერი მხარე გასული წლების განმავლობაში - თამარ ჩუგოშვილი
გასული წლების განმავლობაში პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია ნამდვილად არ ყოფილა პარლამენტის ძლიერი მხარე, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა და აღნიშნულით გამოეხმაურა ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით გამოქვეყნებულ კვლევას, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში საპარლამენტო კონტროლს ეხება.
კვლევაში აღნიშნულია, რომ გაუმართავი კანონმდებლობის პარალელურად პარლამენტი არაეფექტურად იყენებს საკუთარ უფლებამოსილებებს.
„პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია ნამდვილად არ ყოფილა პარლამენტის ძლიერი მხარე გასული წლების განმავლობაში, ნამდვილად საკანონმდებლო ფუნქციის განხორციელებით ბევრად მეტად იყო პარლამენტი დაკავებული, ვიდრე იმით, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების რეალური კონტროლი განეხორციელებინა. მე ვფიქრობ, განსაკუთრებით საპარლამენტო სისტემის გაძლიერებასთან ერთად, რაც საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში ხდება, მნიშვნელოვანია, რომ გავაძლიეროთ საპარლამენტო კონტროლი. ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ არსებობდეს დაბალანსების და გაწონასწორების შესაბამისი სისტემა“, - განაცხადა
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


