კომენტარი
პარლამენტის მხრიდან პრეზიდენტის არჩევა უკან გადადგმული ნაბიჯია - ირმა ინაშვილი
პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ინაშვილის, განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ჯერჯერობით ვერ წარადგინა მყარი არგუმენტი იმისა, თუ რატომ უნდა აირჩიოს პრეზიდენტი პარლამენტმა.
როგორც ინაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, პრეზიდენტი საყოველთაო არჩევნების გზით უნდა იყოს არჩეული, რაც დემოკრატიის მაჩვენებელს ზრდის.
„განიხილება საკითხი, უნდა თუ არა აირჩიოს პრეზიდენტი პარლამენტმა. ძალიან მყარი არგუმენტები სჭირდება ამას და მე ვერ ვისმენ ჯერჯერობით „ქართული ოცნების“ მხრიდან ამ მყარ არგუმენტებს, თუ რატომ უნდა აირჩიოს პრეზიდენტი პარლამენტმა და რატომ არ უნდა ირჩევდეს პრეზიდენტს ხალხი საყოველთაო არჩევნების გზით. მე ვემხრობი იმას, რომ პრეზიდენტი ხალხმა აირჩიოს, იმიტომ, რომ საყოველთაო არჩევნები ეს არის დემოკრატიის გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯი. მე ვფიქრობ და მიმაჩნია, რომ პარლამენტის მხრიდან პრეზიდენტის არჩევა უკან გადადგმული ნაბიჯია. ამიტომ მჭირდება მყარი არგუმენტები, თუ რატომ ვდგამთ ან ნაბიჯს უკან დემოკრატიის გზაზე“,-აღნიშნა ინაშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


