კომენტარი
პარლამენტის გადაწყვეტილება, რომელიც შეკრებებსა და მანიფესტაციებში მონაწილეობის უფლების შეზღუდვას უკავშირდება, რისკებს შეიცავს და პრობლემურია – ანა ნაცვლიშვილი
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი პრობლემურს უწოდებს საქართველოს პარლამენტის მიერ ,,შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებების, რომლის მიხედვითაც, შეკრების და მანიფესტაციის უფლება არ ექნებათ – თავდაცვის ძალების შემადგენლობაში მყოფ პირებსა და იმ უწყებების თანაშრომლებს, რომლებიც არიან პასუხისმგებელი საზოგადოებრივ და სახელმწიფო უსაფხთოებაზე.
ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ადამიანების უფლებათა საერთაშორისო სამართალი იცნობს გარკვეული შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობას მსაგვსი ფუნქციების მქონე პირებზე, მაგრამ ჩვენი კანონმდებლობით შეზღუდვები წესდება პირთა ფართო წრეზე და ატარებს იმის რეალურ რისკს, რომ ეს უფლება შეეზღუდოთ არაუშუალოდ იმ ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებრივ და სახლემწიფო უსაფრთხოებაზე არიან პირადად პასუხისმგბელები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, არამედ ასევე იმ პირებს, რომლებიც ამ ტიპის უწყებებში არიან დასაქმებული, მაგრამ თავიანთი ფუნქციებით ისინი ახორციელებენ მხოლოდ სამოქალაქო ფუნქციებს და შესაბამისად, მათთვის ამ უფლების შეზღუდვა არის დაუსაბუთებელი და შესაბამისად არ არის შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილ მაღარლ სტანდარტთან.
ეს პრობლემაა, მაგრამ ეს პრობლემა დაკავშირებულია იმ სისტემურ პრობლემებთან, რომლებიც წლებია არსებობს, რომ მთელ რიგ სახელმწიფო უწყებებში მკაფიოდ არ არის ერთმანეთისგან გამიჯნული ვინ არის პასუხისმგებელი მართლწესრიგზე, უსაფრთხოებაზე და ვინაა მხოლოდ სამოქალაქო ფუნქციის მატარებელი თანაშრომელი, თვითონ ამ უწყებების შიგნით.
სანამ ეს ცვლილებები უწყებების შიგნით არ განხორციელდება და მკაფიოდ არ გაიმიჯნება ეს ორი კატეგორია, თავისთავად ცხადია, უკეთესი მოწესრიგება კანონში იქნება ძალიან რთული.
ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს სისტემური ცვლილებები შესაბამის უწყებებში განხორციელდეს. ეს გაკეთდეს დროულად და ამ ცვლილებების ფონზე მოხდეს შეკრების და მანიფესტაციის კანონში არსებული რეგულაციების გადახედვა სახელმწიფოს მხრიდან.
კანონს ხელი ეწერება, მაგრამ ჩვენ ვაფიქსირებთ, რომ ეს მოცემულობა პრობლემურია და აუცილებელია შემდგომი ნაბიჯების გადადგმა, რომ ჩვენი კანონმდებლობა იყოს სრულ შესაბამისობასი საერთაშორისო სტანდარტებთან.
აღნიშნული ცვლილებები გამომდინარეობს 2017 წელს განხროციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებისგან”, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


