კომენტარი
პარლამენტარები, რომლებიც 2007 წელს რუსთაველის გამზირზე კარვებში ისხდნენ, დღეს ზაზა სარალიძეს არ აძლევენ კარვის გაშლის უფლებას - გიორგი მშვენიერიძე
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარის, გიორგი მშვენიერიძის განცხადებით, ის პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს პარლამენტში არიან და 2007 წელს რუსთაველის გამზირზე კარვებში ისხდნენ, დღეს ზაზა სარალიძეს და მის მხარდამჭერებს კარვის დადგმის საშუალებას არ აძლევენ.
„მე როგორც მახსოვს, აქ ამ კარვებში მაშინ იყვნენ ზვიად ძიძიგური, სხვა თანამოაზრეები, რომლებიც ახლა პარლამენტის წევრები არიან, სხვადასხვა თანამდებობები უკავიათ და სამწუხარო ის არის, რომ ამ ადამიანებით დაკომპლექტებული ხელისუფლება არ აძლევს დღეს საშუალებას ზაზა სარალიძეს და მის მხარდამჭერებს, კარავი გაშალონ პროტესტის ნიშნად რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ. სიტყვაც კი არ დაუძრავთ ამ ადამიანებს თუნდაც სოლიდარობის ნიშნად, რომ სწორედ ისეთივე უფლების დარღვევის მსხვერპლები არიან ეს ადამიანები, როგორისაც იყვნენ ისინი თავის დროზე. კერძოდ, არც მათ და არც თავის დროზე, 2007 წელს სხვებს, არ ეძლევათ საშუალება ისარგებლონ კონსტიტუციით დაცული უფლებით“, - აცხადებს გიორგი მშვენიერიძე.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


