მსოფლიო
პარიზში პოლიციამ „ყვითელი ჟილეტების“ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა - დაშავდა 10 ადამიანი, 60 დაკავებულია
პარიზში პოლიციასა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
პოლიციის განცხადებით, სამართალდამცველებმა 60 ადამიანი დააკავეს. დაშავდა 10 ადამიანი - 7 დემონსტრანტი და 3 პოლიციელი.
დღეს დილიდან პარიზში „ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო აქცია დაიწყო, რომლის მონაწილეები საწვავის ფასების ზრდას აპროტესტებენ.
პოლიციამ პარიზის ცენტრალური ნაწილი გადაკეტა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ქრისტოფ კასტანერმა, რომელიც ამ ყველაფრის თვითმხილველი იყო, ტვიტერში დაწერა, რომ ადგილზე შეიკრიბა „200 მშვიდობიანი დემონსტრანტი“ და „1500 აგიტატორი“, რომელიც „საბრძოლველად იყო მისული“.
„ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო აქციები შუა ნოემბრიდან მიმდინარეობს. დემონსტრანტები პროტესტის ნიშნად მთელი საფრანგეთის მასშტაბით გზებს კეტავენ. პროტესტების განმავლობაში 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით დაშავდა.

საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


