მსოფლიო
პარიზში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე, 20 ადამიანი დაშავდა
პარიზში, ქალაქის ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაშავდა.
რუა დე ტრევიზის ქუჩაზე აფეთქება დღეს, ადგილობრივი დროით 09:00 საათზე მოხდა.
პოლიციის წინასწარი მონაცემებით, აფეთქება საცხობში ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია, რის შემდეგაც შენობას ცეცხლი მოეკიდა.
შემთხვევის შედეგად, დაზიანდა საცხობთან ახლოს მდგომი რამდენიმე ავტომობილი და მიმდებარე შენობები.
პოლიცია მოსახლეობას შემთხვევის ადგილიდან თავის არიდებისკენ მოუწოდებს.
ინციდენტის ადგილზე სამაშველო და სახანძრო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. ასევე, ვითარებას ადგილზე ეცნობა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ედუარდ ფილიპი.
მომხდარი ფაქტის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


