მსოფლიო
პარიზში „ყვითელი ჟილეტების“ მორიგი დემონსტრაცია მიმდინარეობს
პარიზში პროტესტის მეცხრე კვირას ყვითელჟილეტიანების მორიგი დემონსტრაცია მიმდინარეობს. საფრანგეთის დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში რამდენიმე ასეული აქტივისტია შეკრებილი.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მანიფესტაცია ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს შენობასთან დაიწყო, რის შემდეგაც დემონსტრანტებმა ერთობლივი მსვლელობა დაიწყეს. მათი დანიშნულების საბოლოო ადგილი ბასტილიის მოედანი და ელისეის მინდვრებია.
საფრანგეთის დედაქალაქში მიმდინარე დემონსტრაციასთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებით არის გამკაცრებული. უსაფრთხოების მიზნით მეტროს რამდენიმე სადგური დროებით დახურულია.
როგორც რამდენიმე დღის წინ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ფილიპმა განაცხადა, დემონსტრაციების ფარგლებში საფრანგეთში უსაფრთხოების სამსახურის 80 ათასამდე თანამშრომელია მობილიზებული.
დემონსტრაციები დაგეგმილია საფრანგეთის სხვა ქალაქებშიც.
საპროტესტო აქციები საფრანგეთში 17 ნოემბერს დაიწყო. დემონსტრაციების დროს მომხდარ არეულობას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო დაახლოებით 1400 ადამიანი დაშავდა. თავდაპირველად დემონსტრანტები საწვავაზე გადასახადების დაგეგმილ ზრდას აპროტესტებდნენ. პროტესტის ნიშნად აქციის მონაწილეებმა ყვითელი ჟილეტები ჩაიცვეს, რომლის მანქანაში ტარება სავალდებულოა ყველა მძღოლისთვის.
4 დეკემბერს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ რეფორმა საწვავის ფასის ზრდაზე, რის გამოც რამდენიმე კვირის განმავლობაში საფრანგეთი არეულობამ და საპროტესტო ტალღამ მოიცვა, 6 თვით შეჩერდება.
ახლა აქციების მონაწილეები სხვა მოთხოვნებს აყენებენ, რომელთა შორისაც შედის: მაღალი ანაზღაურება, დაბალი გადასახადები, უკეთესი სოციალური დახმარებები, უნივერსიტეტებში მარტივად მოხვედრა და პრეზიდენტის გადადგომა.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


