უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

6 ნოემბერი, 2025 18:05
font-size

„ოცნებისგან“ გასაკვირი უკვე არაფერი აღარ არის - გიორგი შარაშიძე

არაერთხელ გვინახავს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებები, მათ შორის, ევროკავშირში სიარულით და რეალურად, იქ უვიზო რეჟიმის შეწყვეტის მოთხოვნით - ეს მტკიცებულებები საჯაროა, მაგალითად, მათი განცხადებები, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა, რითაც ქართველი პოლიტიკოსების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებასთან დაკავშირებით, გენერალური პროკურორის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, გამოჩნდება, რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი.

„„ოცნებისგან“ გასაკვირი უკვე არაფერი აღარ არის. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქართული მიწის გამო გიორგი გახარიას წინააღმდეგ საქმე აღძრეს. დაველოდოთ. უშუალოდ სასჯელის ნაწილში, წინასწარი პატიმრობის ნაწილში პროკურატურამ სივრცე დატოვა. ხაზარაძე-ჯაფარიძის შემთხვევაში გირაოს შესახებ განაცხადა, მაგრამ არ დაუზუსტებია, იქნება თუ არა წინასწარი პატიმრობა გამოყენებული სხვა პოლიტიკოსების მიმართ. „ოცნებისგან“ არაფერი გვიკვირს, მათი ლოგიკის ამოხსნა შეუძლებელია. გამოჩნდება, რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი. საკმაოდ საფუძვლიანი მოსაზრებაა, რომ ეს შეიძლება იყოს მორიგი მცდელობა „ნაციონალური მოძრაობისგან“ მტრის ხატის და საფრთხობელას შექმნის. არ გამოვრიცხავ, ამჯერადაც ამასთან გვქონდეს საქმე. გაუგებარია, ვინ არის მტრული სახელმწიფო. პროკურატურა საუბრობს მტრული სახელმწიფოებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე და ამ დროს არ ასახელებს, ვინ არიან მტრული სახელმწიფოები. პროკურატურამ უნდა განმარტოს, ვის გულისხმობს. ვხვდებით, ვის გულისხმობს – ჩვენს პარტნიორებს, ევროკავშირის ქვეყნებს. მართლაც მტრულ სახელმწიფოს – რუსეთს არ გულისხმობს.

გვინახავს, ["ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ქვეყნის საწინააღმდეგო] ქმედებებიც. ამაზე საუბარი არ მინდა. მძიმე დღეა, მძიმე ბრალდებაა და თავს შევიკავებ. არაერთხელ გვინახავს, მათ შორის, ევროკავშირში სიარულით და, რეალურად, იქ უვიზო რეჟიმის შეწყვეტის მოთხოვნით. ეს მტკიცებულებები ჩვენ კი არ გვაქვს, საჯაროა, მაგალითად, მათი განცხადებები. შესაძლოა, საკმაოდ დიდი დრო დასჭირდეს იმის გარკვევას, რეალურად, რა მიზანი აქვს „ოცნებას“. დარწმუნებული ვარ, „ოცნებას“ არ აქვს მიზნად დასახული „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც შიშის ფაქტორის განადგურება. „ოცნება“ ამ ფაქტორს ქვეყანაში სხვადასხვა ფორმით დააბრუნებს. ეს ადამიანები საპატიმროში იყვნენ 4 ოქტომბერს, მაგრამ „ოცნებამ“ მშვენივრად მოახერხა ის, რაც მოახერხა. დამერწმუნეთ, ამ პოლიტიკოსების თუნდაც გარკვეული ვადით საპატიმროში დატოვება „ოცნებას“ არ შეუქმნის იმის ბარიერს, რომ გარკვეული მანიპულაციებით, პროპაგანდით, „ნაციონალური მოძრაობის“ შიშის ფაქტორით საზოგადოების დაშინება მაინც მოახდინოს “, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

ცნობისთვის - მთავარმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი