კომენტარი
„ოცნებას“ ეშინია საჯარო გამოძიების, ვინაიდან გამოაშკარავდება, ვინ გასცა ქიმიური ნივთიერებების გამოყენების ბრძანება, დადგინდება, როგორ გახდა შესაძლებელი 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენება მინისტრის და მოადგილის გვერდის ავლით - გიორგი გახარია
ერთადერთი დარჩენილი გზა საერთაშორისო გამოძიებაა, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.
„როგორც მოსალოდნელი იყო, „ქართულმა ოცნებამ“ დაბლოკა „საქართველოსთვის“ ინიციატივა, შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რათა შესწავლილ იქნას მშვიდობიანი პროტესტების დარბევის დროს მომწამლავი ქიმიური ნივთიერებების გამოყენება, BBC-ის ცნობებზე დაყრდნობით.
„ქართულ ოცნებას“ ეშინია საჯარო გამოძიების, ვინაიდან ის გამოააშკარავებს ვინ გასცა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ მომწამლავი ქიმიური ნივთიერებების გამოყენების ბრძანება, და გარდაუვალად მიგვიყვანს იმის დადგენამდე, როგორ გახდა შესაძლებელი 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენება მინისტრისა და მინისტრის მოადგილის გვერდის ავლით.
მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ კმაყოფილია ოთხდღიანი „გამოძიების“ შედეგებით, როდესაც „ქართული ოცნება“ უარს ამბობს საპარლამენტო მექანიზმების გამოყენებაზე გამჭვირვალე ფორმით სიმართლის დასადგენად, ფაქტების დადგენის ერთადერთი დარჩენილი გზა საერთაშორისო გამოძიებაა“, - წერს გახარია.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


