კომენტარი
ოთხოზორიასა და ტატუნაშვილის საქმეს უნდა მიხედოს საქართველოს სახელმწიფომ - თორნიკე შარაშენიძე
ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში თორნიკე შარაშენიძე სოციალური ქსელის მეშვეობით არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხებს ეხმაურება.
„რუსეთთან დიალოგის დალაგება კარგი საქმე იყო. მაგრამ რა აუცილებელი იყო ამის პარალელურად ჩვენი სპეცსამსახურების საქმიანობის ჩაკვლა ოკუპირებულ ტერიტორიებზე?
განა საკმარისი არ იყო რუსული ტელეარხების ხელახალი ჩართვა და რუსი შპიონების ტაშ-ფანდურით გამოშვება?
ოთხოზორიასა და ტატუნაშვილის საქმეს ვერ უშველიან ევროპარლამენტარები. ვერც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი უშველის.
ამას უნდა მიხედოს საქართველოს სახელმწიფომ რომელსაც სპეცსამსახურები მხოლოდ იმიტომ არ ჰყავს რომ ოპოზიციას უთვალთვალოს. ეს არ უნდა ხდებოდეს თუკი დემოკრატიულობაზე აქვს ქვეყანას პრეტენზია. ეს არ უნდა ხდებოდეს როცა ქვეყნის ნაწილი ოკუპირებულია.
მიხედეთ საქმეს სანამ ჯერ კიდევ არის დრო. ის ქრონიკულად მთვრალი მინისტრი კი გადამალეთ მაინც“, - წერს თორნიკე შარაშენიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


