კომენტარი
ოთარ კახიძე მიხეილ სააკაშვილზე: მის მიერვე აშენებული პარტია დაშალა, გამაერთიანებლის ნაცვლად, გაყოფის კატალიზატორი გახდა
მიხეილ სააკაშვილმა მის მიერვე აშენებული პარტია დაშალა და გამაერთიანებლის ნაცვლად, გაყოფის კატალიზატორი გახდა, - ასე აფასებს ”ევროპული საქართველოს” წევრი ოთარ კახიძე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ ნაბიჯებს.
კახიძე იმ წინაპირობებზე საუბრობს, რომლებიც წინ უძღვოდა ”ნაციონალური მოძრაობის” დაშლას.
“შარშან კამპანია ისე ჩავატარეთ, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არ დაგვასახელებინა, მერე საპარლამენტო არჩევნების წინ იძახდა - ჩამოვალო და 8 ოქტომბერს განაცხადა, რომ უკრაინელი პოლიტიკოსია და აქ ჩამოსვლას არ აპირებდა. არჩევნების მერე მოითხოვა პარლამენტის ბოიკოტი და სასურველი შედეგი რომ ვერ მიიღო, თანაგუნდელებისთვის გაყიდულები, მოღალატეები და ცუციკები აძახებინა. მერე პარტიის თავმჯდომარის ვაკანტურ, ცარიელ პოსტზე დათო ბაქრაძის არჩევას მისგან დისტანცირების გეგმა უწოდა, ციხეში მჯდომ თანაგუნდელზე “გარიგებულიო” იძახა. შედეგად, მის მიერვე აშენებული პარტია დაშალა, გამაერთიანებლის ნაცვლად, გაყოფის კატალიზატორი გახდა. არადა, სულ სხვანაირად შეეძლო სიტუაციის წარმართვა.
ეგოიზმი, დიდი ამბიციები, წაგების შემდგომი ფრუსტრაცია და მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ.
შეგახსენებთ, რომ იმ პარტიის თავმჯდომარის სკამი კვლავ ცარიელია. ჩემი კოლეგები ენმ-დან მაინც პარლამენტში არიან. რევოლუციური სიმსუბუქე არსად ჩანს. აღმოჩნდა, რომ ჰოი საოცრებავ, და თურმე ბოკერიას უჩა მამაცაშვილისგან ცესკოში ფული არ აუღია (იმიტომ, რომ ბრალდების თანახმად, მელიაც იქ იყო და ახლა მაგისთვის ღალატის დაბრალება აღარ გამოდის), აღარც ბლანჟეიანებსა და პეროიანებზეა საუბარი, მოკლედ, დაბნეულობაა”, - აცხადებს კახიძე.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


