კომენტარი
ორივე ასრულებს პუტინის დაკვეთას, ორივეგან მოჩანს პუტინის ყურები - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქართული და უკრაინული მხარეები მისი ექსტრადირების საკითხით დაინტერესების გამო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკვეთებს ასრულებენ.
„ის, რომ ერთმანეთს აბრალებენ უკრაინის ოლიგარქატის წარმომადგენლები და ქართული ოლიგარქიის მონები ჩემს საკითხს, ეს ნიშნავს მხოლოდ ერთ რაღაცას, ორივე იტყუება. ორივე არიან ჩვეულებრივი ცრუპენტელები, ჩვეულებრივი ნაძირლები, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს სამართალთან და სამართლიანობასთან. ორივე ასრულებს პუტინის დაკვეთას, ორივეგან მოჩანს პუტინის ყურები. მართლა ბრმა უნდა იყო, რომ არ დაინახო“, - განუცხადა მიხეილ სააკაშვილმა ,,რუსთავი 2“-ს ბრიუსელში, სადაც ევროპარლამენტარებს შეხვდა.
მისივე თქმით, მეგობრებთან ერთად ისეთი გამოსავლის ნახვას ცდილობს, რომელიც ოლიგარქიული რეჟიმის დასრულებას შეუწყობს ხელს და ხალხს არ დააზარალებს.
,,ესენი იბოგინებენ მანამ, სანამ ხალხი ამას მოითმენს. ერთ დღესაც ხალხი აღარ მოითმენს და მაშინ ეს ტყუილების თქმა და ეს ათასგვარი სიბინძურე დამთავრდება. ეს ორივე ოლიგაქრი, რომ საბოლოო ჯამში დაასამარებენ ორივე ქვეყანას, ამაში ეჭვი თითქმის აღარავის არ ეპარება. აქ საუბარია იმაზე, რომ როგორ გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან ისე, რომ ხალხი არ დაზარალდეს და რუსეთმაც არ გაიხაროს. ამაზე ჩვენ ყველა ერთად ვმსჯელობთ,“ - აცხადებს სააკაშვილი.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


