მსოფლიო
ორი ადამიანი დაიღუპა მეხიკოში უნივერსიტეტთან სროლის დროს
ორი ადამიანი დაიღუპა მეხიკოს ავტონომიური ეროვნული უნივერსიტეტის მახლობლად ატეხილი სროლის დროს. მექსიკის გენერალური პროკურატურის განცხადებით, გარდაცვლილები 20 და 29 წლისები იყვნენ.
გარდაცვლილები სასწავლებლის დაცვამ ჯერ კიდევ ცოცხლები იპოვა. დაჭრილები საავადმყოფოში გადაყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გამოძიების ვერსიით, შესაძლოა შეტაკება ორ ერთმანეთთან დაპირისპირებულ დაჯგუფებას შორის მოხდა, რომლებმაც ერთმანეთში საქმის გასარჩევად ეს ტერიტორია ამოარჩიეს.
უნივერსიტეტის განცხადებით, დაღუპულები არც სტუდენტები არიან და არც უნივერსიტეტის თანამშრომლები.მათი ვინაობა ჯერ ცნობილი არ გამხდარა. პოლიცია სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს სწავლობს.
აღნიშნულ უნივერსიტეტში 350 000 სტუდენტი სწავლობს. მათი დიდი ნაწილი უნივერსიტეტის მთავარ კამპუსში სწავლობს, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია.
ცირა გურგენიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


