კომენტარი
ოპოზიციის როლი იქნება აქტიური ბრძოლა იმ ცვლილებების წინააღმდეგ რომელიც სახელმწიფოს დააზიანებს - დავით ბაქრაძე
ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.
როგორც ბაქრაძემ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ნაციონალური მოძრაობის ბრძოლა გაგრძელდება და ეს იქნება ბრძოლა უკეთესი, დემოკრატიული, მრავალპარტიული საქართველოსთვის.
არჩევნების შედეგად „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაზე საუბრისას, დეპუტატმა აღნიშნა,რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ნებისმიერ გადაწყვეტილებას ერთპიროვნული ინტერესის მიხედვით მიიღებს.
„საკონსტიტუციო უმრავლესობის მთავარი საფრთხე გახლავთ ის, რომ უმრავლესობას გააჩნია ყველა საკანონმდებლო ბერკეტი, რომ საკუთარი, პარტიული და ერთპიროვნული ინტერესის მიხედვით მიიღოს ნებისმიერი გადაყვეტილება. ეს არის მთავარი საფრთხე, რის გამოც ქვეყნისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობა გახლავთ ცუდი“,-განაცხადა პოლიტიკოსმა.
მისი თქმით,ოპოზიციის როლი ამ შემთხვევაში იქნება, აქტიური ბრძოლა იმ ცვლილებების წინააღმდეგ, რომელიც სახელმწიფოს დააზიანებს.
„რაც შეეხება ოპოზიციის როლს. ბუნებრივია, ჩვენ არ გვექნება საშუალება კენჭისყრის გზით ვიმოქმედოთ გადაწყვეტილებაზე, მაგრამ ჩვენი ამოცანა პარლამენტში იქნება საზოგადოებასთან ერთად აქტრიურად ვიბრძოლოთ ყველა იმ ცვლილების წინააღმდეგ რომელიც დააზიანებს ქართული სახელმწიფოს და ქართული დემოკრატიის ინტერესს“,-აღნიშნა ბაქრაძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


