კომენტარი
ოპოზიცია ბაღების თემით სპეკულირებს და არჩევნებზე შელახული იმიჯის განეიტრალებას ცდილობს -ირაკლი ზარქუა
თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა, თბილისის ბაგა-ბაღების კვებით მომარაგებასა და კომპანია „ნილზე“ ნაციონალური მოძრაობის წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ოპოზიცია ამ თემაზე გაკეთებული განცხადებებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და არჩევნებზე შელახული იმიჯის აღდგენას ცდილობს. რაც შეეხება კომპანია "ნილთან" ბაგა-ბაღების კვებით მომარაგებაზე გაწყვეტილ ხელშეკრულებას, ირაკლი ზარქუა განმარტავს, რომ თბილისის მერიის შესაბამისმა სამსახურებმა კომპანია რამდენჯერმე დააჯარიმეს, რადგან ბაღებში მიწოდებული პროდუქტის ხარისხი ტექნიკურ რეგლამენტს არ შეესაბამებოდა.
„კომპანია ნილი, რომელიც რამდენიმე წლის წინ ტენდერის საფუძველზე შეირჩა, საკუთარ მოვალეობას ასრულებდა, თუმცა ჰქონდა გარკვეული პრობლემები, რის გამოც დაჯარიმდა. მას შემდეგ რაც მათ ანგარიშებს ყადაღა დაედო, ისინი ბაგა-ბაღების საკვები პროდუქტებით მომარაგებას ვეღარ შეძლებდნენ. სწორედ ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და კომპანია "ნილს" ხელშეკრულება შევუწყვიტეთ. იმ დრომდე, სანამ ტენდერის საფუძველზე ახალ გენერალურ მომმარაგებელს გამოვავლენთ, გარდამავალ პერიოდში, ბაღებს საკვები პროდუქტებით მომარაგების პრობლემა არ შეექმნებათ. ჩვენ დირექტორებს ვთხოვეთ, რომ ინდივიდუალურ პირობებში დისტრიბუტორ კომპანიებთან ხელშეკრულებები გააფორმონ. მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან კარგად იცის ოპოზიციამ, თუმცა ისინი მაინც ცდილობენ ბაღების თემით სპეკულირებას. ფიქრობენ, რომ ამით არჩევნებზე შელახული იმიჯის განეიტრალებას შეძლებენ“,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


