მსოფლიო
ოპერაციის მესამე დღე - ტაილანდის მღვიმიდან კიდევ 5 ადამიანი უნდა გამოიყვანონ
ტაილანდის ჩრდილოეთით მდებარე ტჰამ ლუანგის მღვიმეში ჩარჩენილი მოზარდებისა და მათი საფეხბურთო მწვრთნელის საევაკუაციო პროცესი გრძელდება. ოპერაციის მესამე დღეს მყვინთავებმა გამოქვაბულში დარჩენილი 5 ადამიანი უნდა გამოიყვანონ.
ტაილანდის საზღვაო ქვედანაყოფის განცხადებით, დღევანდელი ოპერაცია ჩვეულებრივზე დიდხანს გაგრძელდება. ქვედანაყოფმა იმედი გამოთქვა, რომ საევაკუაციო პროცესი დღესვე დასრულდება და დასძინა, რომ ყველა „ერთად იზეიმებს“.
ორი დღის განმავლობაში მყვინთავებმა 8 ბიჭის გამოყვანა შეძლეს. მღვიმეში კიდევ 4 მოზარდი და მათი მწვრთნელი რჩებიან.
რაც შეეხება გადარჩენილი მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობას, ისინი საავადმყოფოში რჩებიან.
ტაილანდის ჯანდაცვის მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ისინი კარგად არიან, ხოლო ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ერთი კვირის განმავლობაში დარჩებიან. ბავშვებს ინფექციის ნიშნები აღენიშნებათ. გარდა ამისა, მოზარდებს სათვალეები უკეთიათ, რადგან ისინი 2 კვირის განმავლობაში სიბნელეში იმყოფებოდნენ.
23 ივნისს 11-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვები თავის მწვრთნელთან ერთად გამოქვაბულში ჩარჩნენ უეცრად წამოსული ძლიერი წვიმის გამო, რომელმაც იქაურობა წყლით დაფარა. მოზარდები და მათი მწვრთნელი ბრიტანელმა მყვინთავებმა 9-დღიანი ძებნის შემდეგ აღმოაჩინეს გამოქვაბულის სიღრმეში, შესასვლელიდან ოთხი კილომეტრის მანძილზე.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


