უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

30 ნოემბერი, 2016 16:50
font-size

ონლაინ სესხების კომპანიებმა თავიანთი ბიზნესი ოფშორში რომ გადაიტანონ, ინტერნეტს ხომ არ დავბლოკავთ ამის გამო?! - ვახტანგ მეგრელიშვილი

ახალი პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი ონლაინ სესხების აკრძალვის საკითხს გამოეხმაურა.

როგორც მეგრელიშვილმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, შეუძლებელია რაღაცეები აკრძალო, თუ არსებობს მოთხოვნა სწრაფად ფინანსური რესურსის მოძიებაზე და როგორც ადასტურებს რეალობა, ნამდვილად არსებობს ეს მოთხოვნა.

„ამიტომაც გაჩნდა ზუსტად ონლაინ სესხები და თუ დინამიკას დააკვირდებით, ონლაინ სესხების პროცენტები, ანუ საპროცენტო განაკვეთები მუდმივად კლებადია მისი დაწყების მომენტიდან. ონლაინ სესხები თავისი სწრაფი პროცედურებით, იღებს მაღალ პროცენტს იმიტომ, რომ ეს პროცენტი არის ღირებულება იმ რისკის, რომ ადამიანებმა ვეღარ დააბრუნონ, ან აღარ დააბრუნონ სესხები. შესაბამისად, თუ ამას ავკრძალავთ, ეს ბიზნესი გადაინაცვლებს ექსტრალეგალურ სივრცეში“,-განაცხადა მეგრელიშვილმა.

მისი თქმით, „ქართულმა ონლაინ სესხების კომპანიებმა თავიანთი ბიზნესი ოფშორში რომ გადაიტანონ, ინტერნეტს ხომ არ დავბლოკავთ ამის გამო?“

„თუ ეს უბრალოდ პოპულიზმია და იმ ადამიანების გულის მოგებაზეა გათვლილი, რომლებსაც უკვე აქვთ ონლაინ სესხი აღებული, ძალიან ფუჭი იმედი ექნებათ თუ მათ ჰგონიათ, რომ არ მოუწევთ ამ თანხის უკან დაბრუნება. შესაბამისად, ძალიან გაუგებარია. მაშინ გამოდის, რომ მთავრობამ აქაც უნდა დაასუბსიდიროს“,-განაცხადა „გირჩის“ წევრმა.

მონიკა დავლიანიძე

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი