კომენტარი
ომბუდსმენი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივას მხარს არ დაუჭერს
საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი არასერიოზულს უწოდებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივას, რომელიც მოსამართლეთა შეურაცხყოფისთვის გარკვეული სახის სანქციების დაწესებას გულისხმობს.
მისი თქმით, კანონმდებლობაში უკვე არსებობს ამ ტიპის რეგულაციები და მათი გამოყენება მოსამართლეებს შეუძლიათ.
უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს.
მისი თქმით, სწორედ ამიტომ, სახალხო დამცველის აპარატი ამ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს.
„მაშინ ცალკე მივიღოთ კანონი ჟურნალისტთა უფლებების დაცვის შესახებ, ცალკე მივიღოთ კანონი პოლიციელთა დაცვის შესახებ, სამხედრო მოსამსახურეთა დაცვის შესახებ და ყველა იმ ჯგუფის შესახებ, რომელთან დაკავშირებითაც შეიძლება რაიმე კითხვის ნიშანი დაისვას ოდესმე.
ჩემი აზრით, ასეთი გადაწყვეტილება არასერიოზულია, მით უმეტეს არსებობს გარკვეული რეგულაციები, ყველა საჯარო მოხელე არის ვალდებული დაცვას კანონი და გარკვეული თმენის ვალდებულება გააჩნია ყველას. ამავე დროს გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული,“-განუცხადა ჟურნალისტებს უჩა ნანუაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


