კომენტარი
ოკუპანტების ბარი არ მოგხვედრია და არც საწამლავი ბოლი ჩაგისუნთქავს, დახტოდი აქეთ-იქით და აჩხაკუნებდი ფოტოაპარატს - მანანა იაშვილი იური მეჩითოვს
ჟურნალისტი მანანა იაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე იური მეჩითოვის მიერ 9 აპრილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც ეს უკანასკნელი ამბობს, რომ 20 ქალი ასფიქსიით გარდაიცვალა და განზრახ არავის მოუკლავს.
,,შეიშალე თუ გამყიდველი აგენტი იყავი ყოველთვის. კოჭებში ვატყობ, ყოველთვის მგელივით გარეთ იყურებოდი. შენ ოკუპანტების ბარი არ მოგხვედრია და არც საწამლავი ბოლი ჩაგისუნთქავს, დახტოდი აქეთ-იქით და აჩხაკუნებდი ფოტოაპარატს. მე და ჩემნაირები კი დაინვალიდებულები 1989 წლის შემდეგ ვწვალობთ ავადმყოფობით, ვინც ცოცხლები დავრჩით, ხელი გაშვერილი გვაქვს, რომ ხელისუფლებები წამლებით მაინც დაგვეხმარონ. არავის ვჭირდებით და ზოგჯერ წამალს და 22 ლარს ძლივს იმეტებენ ჩვენთვის, მაგრამ ჩვენ მაინც, სანამ ძალა გვაქვს, ვცდილობთ საქართველოს ვემსახუროთ.
ჩემგან განსხვავებით ხელისუფლებების მაღალი ეშელონები ყოველთვის გუნდრუკს გიკმევდნენ, გეფერებოდნენ და ზრუნავდნენ შენზე. შენ კი თურმე გულში ჩახვეული ბოღმით და მტრობით ცხოვრობდი ჩვენთან უზრუნველად. ფუი, შენს კაცობას საპატიო მოქალაქევ:). ახლა რა ინტრიგა დაახვიე, ვინ გადაგიხადა და ვის შოუს თამაშობ ნეტა?..
ეს რა ტოტალური ლუსტრაციის დრო დადგა ხალხო? სულ არ მაინტერესებს გვარამიას მამაძაღლობა, ორივეს ლუსტრაცია სახეზეა!!!“ - წერს მანანა იაშვილი.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


