მსოფლიო
ოდესის პორტში თურქეთის საზღვაო ძალების ორი ხომალდი შევიდა
უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების პრესცენტრის ინფორმაციით, ოდესის პორტში თურქეთის საზღვაო ძალების ორი ხომალდი შევიდა.
„დღეს, 3 აპრილს, ოდესის პორტში მეგობრული ვიზიტით შემოვიდა თურქეთის რესპუბლიკის საზღვაო ძალების ორი ხომალდი - TCG "GAZIANTEP”-ის ფრეგატი და TCG "HEYBELIADA”-ის კორვეტი“, - წერია უკრაინის საზღვაო ძალების პრესცენტრის განცხადებაში.
პროგრამის თანახმად, 3-4 აპრილს ოდესელები შეძლებენ ექსკურსიის ფარგლებში, დაათვალიერონ ხომალდები. იგეგმება თურქული ეკიპაჟის წევრების ექსკურსია ოდესაში.
17 მარტს ოდესის პორტში ნატო №2 სამხედრო-საზღვაო ნაღმსაწინააღმდეგო მუდმივმოქმედი დანაყოფის ხომალდები იყო შესული, ხოლო წინა კვირას - საფრანგეთის საზღვაო ძალების სარაკეტო ფრეგატი „ლაფაიეტი“.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


