მსოფლიო
ოდესაში ბანაკ „ვიქტორიაში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 გოგო დაიღუპა, ერთ ბავშვს ამ დრომდე ეძებენ
ოდესაში, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ბანაკ „ვიქტორიაში“ ცეცხლი გაჩნდა, რომლის შედეგად 2 გოგო დაიღუპა, ხოლო ერთს ბავშვს ამ დრომდე ეძებენ. 2 არასრულწლოვანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მედოკოსები მათ მდგომარეობას საშუალოზე მძიმედ აფასებენ.
ხანძრის გაჩენისას ადგილზე 42 ბავშვი იმყოფებოდა.
თავიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ცეცხლი მოკლე ჩართვამ გამოიწვია, თუმცა, როგორც სააგენტო Unian.net ოდესის ოლქის ეროვნული პოლიციის მთავარ სამმართველოზე დაყრდნობით იუწყება, ხანძარი ბანაკთან განცალკევებით მდგარ 2-სართულიანი ხის შენობაში მოხდა.
ოდესის პოლიციამ გამოძიება დაიწყო აღნიშნულ ფაქტზე უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 270-ე მუხლის მეორე ნაწილით (რაც გულისხმობს კანონმდებლობით დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევას).
ხანძარი გუშინ საღამოს გაჩნდა. ცეცხლი 450 კვ. მეტრ ტერიტორიას მოედო.
ანა მებურიშვილი
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


