უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

19 ოქტომბერი, 2016 15:45
font-size

ობამამ თავისი განცხადებით ხაზი გაუსვა, რომ გაყინული კონფლიქტის არსებობა, რუსეთის „დამსახურებაა“- გუგული მაღრაძე

„ქართული ოცნების“ წევრის გუგული მაღრაძის განცხადებით, რაკი ბარაქ ობამამ ახსენა, რომ რუსეთს საქართველოში გაყინული კონფლიქტი აქვს, ეს ნიშნავს, რომ ადმინისტრაციისთვის ეს საკითხი მნიშვნელოვანია.

ამის შესახებ მაღრაძემ ბარაქ ობამას შესაბამისი შინაარსის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

„ბარაქ ობამამ დააფიქსირა თავისი ინტერესი ამ კონფლიქტის მიმართ. რაკი ახსენა, რომ რუსეთს საქართველოში აქვს გაყინული კონფლიქტი, ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციისთვის ეს არის მნიშვნელოვანი და ახსენებენ სწორედ იმიტომ, რომ ხაზი გაუსვან, რომ გაყინული კონფლიქტის არსებობა არის რუსეთის „დამსახურება“ გაცილებით უფრო მეტად, ვიდრე ვთქვათ საქართველო“,-აღნიშნა მაღარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის პრეზიდენტმა, იტალიის პრემიერ-მინისტრ მატეო რენცისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ როდესაც პრეზიდენტი გახდა, რუსეთი უკვე იყო „შეჭრილი საქართველოს ტერიტორიაზე და იქ გაყინული კონფლიქტი ჰქონდა შექმნილი“.

მისი თქმით, რუსეთთან დაკავშირებული გამოწვევა უკავშირდება მის აგრესიას გარკვეულ რეგიონებში, „უკრაინაშიც კი, სადაც მათ იგივე ქმედებები განახორციელეს, რაც საქართველოში“.

მონიკა დავლიანიძე

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი